ძლიერი წვიმა, ქარი და ზღვაზე 5 ბალიანი შტორმი - უახლესი ამინდის პროგნოზი

21:49 07-25-2019
1438

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისის დილის საათებამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.