პოლიციამ ბეჟან ლორთქიფანიძე დააკავა - ვინ არის ის და რა აკავშირებს 13 ივნისის სტიქიასთან

21:09 07-25-2019
997

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი National Geographic-ის მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძეა. ბეჟან ლორთქიფანიძე სწორედ ის პირია, ვინც 13 ივნისის სტიქიის დროს ბეჰემოტი ბეგი დააძინა - ამის შესახებ ფეისბუქზე ჟურნალ National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორი, ლევან ბუთხუზი წერს.

მისივე ცნობით, ბეჟან ლორთქიფანიძე 13 ივნისის სტიქიის გმირია.

მისი დაკავება 20 ივნისის ღამით განვითარებული პროცესების გამო მოხდა. 

ბეჟან ლორთქიფანიძეზე შსს იუწყება,რომ ის  გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას.

შსს-ის ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ 4 პირი.