გიორგი მასხულია „პრაიმტაიმთან“ გორში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ დეტალებს ყვება

00:17 07-23-2019
4085

დღეს გორში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც „პოსტ ტვ“-ს ჟურნალისტებს დიზაინერები დაუპირისპირდნენ, გიორგი მასხულია „პრაიმტაიმს“ უამბობს, რომ fashion week-ი მათ მიზანმიმართულად ჩაშალეს. 

მისი თქმით, პოსტ-ტივის ჟურნალისტებმა მთელი შოუ ჩაუშალეს. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შრომა ჩადებული, მე ვარ თანაორგანიზატორი, დღეს ჩამობრძანდა მავანი და ჩაშალა მთლიანი შოუ. 

თავიდანვე განუცხადეს ორგანიზატორებმა, რომ არ იყო სასურველი სტუმარი და მაინც ჩამოვიდა. 

თუ ნინო რამეს წარმოდგენს, ეს არის სოსო კავკავაშვილის დამსახურება და შეეძლო ნინოს ეთქვა, რომ არ წახვიდეთო, რადგან სოსო მისი მეგობარია, მაგრამ ნინოს ეს აწყობდა. სოსოს მავანთან კამათის შემდეგ გული წაუვიდა ახლა საავადმყოფოშია, მას ცუდი დიაგნოზი აქვს და მას რო რამე მოუვიდეს არ ვიცი (სოსო კავკავაშვილის ერმოციების ამსახველ ვიდეოს „პრაიმტაიმი“ ქვემოთ შემოგთავაზებთ).

ჩვენ „პოსტ ტივის“ აუცილებლად ვუჩივლებთ, სრულიად ჩაიშალა ღონისძიება. ეს თემა ეხებოდა „არა ოკუპაციას“ და ეს ტარდებოდა გორში, მაგისთვის მაინც ეცათ პატივი, მაგრამ არავის არ სცეს პატივი და ეს არ არის მისასალმებელი. 

ნინოს რაც შეეხება, ის დამცინავად და ირონიულად იქცეოდა და გამაღიზიანა, ნაზად ძალიან მშვიდად წავკიდე თმაში ხელი და გავათრიე ჰოლიდან. შეუმდგარი არარაობაა. 

სენაკში გაგიშვებო და ახლა ხვალ აგერ კუნძულზე მივფრინავ. აუცილებლად გადავასახლებ თბილისიდან თვითონ კასპშია ჩაწერილი. 

სამართველოდან ახლა გამოვედით, მადლობა მათ რომ ასეთი რეაგირება მოახდინეს. 10 000 ლარის ზარალში არიან ორგანიზატორები. ფეშენ ვიკის დღე ამოიწურა და დასრულდა კოშმარულად, მაგრამ უკვე კოშმარულ დღეებს დავუწყებთ პოსტ ტივის ჟურნალისტებს“ - აცხადებს გიორგი მასხულია „პრაიმტაიმთან“.

ნინო ადამაშვილი ამ წუთებში გორის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.



ავტორი: თამთა თორდია