საქართველოში არცერთი რუსი ტურისტი არ დაშავებულა - სალომე ზურაბიშვილმა DW-ს ინტერვიუ მისცა

22:26 07-12-2019

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში არცერთი რუსი ტურისტი არ დაშავებულა. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოში არცერთ რუს ტურისტს არაფერი მოსვლია. უფრო მეტიც, პირიქით, ჩვენ ვნახეთ რუსეთის მოსახლეობის რეაქცია, მათ ძველებურად უნდათ საქართველოში ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ტურისტების ნაკადი აღდება... საქართველო ღიაა ყველასთვის, ვინც სინამდვილეში კეთილი განზრახვებით ჩამოდის“, - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით 8 ივლისიდან შეჩერდა. ამას წინ 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციები უძღეოდა, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პროტოკოლის დარღვევით მოქმედებამ გამოიწვია - ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამან საზოგადოების საყოველთაო პროტესტი გამოიწვია.