ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1713265785

ალეკო ელისაშვილი გუშინ კარგად არ მოიქცა, ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში - იაგო ხვიჩია

ალეკო ელისაშვილი გუშინ კარგად არ მოიქცა, ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.„არავის აწყობს ასეთი ტიპის ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს ადამიანების ნაწილს გულს ფხანდეს რაღაც თვალსაზრისით. ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გვაქვს უამრავი სხვა არგუმენტი, ვიდრე მუშტამდე მივალთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713265629

გუდიაშვილის მოედანზე დაპირებული მუზეუმის პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება - კახა კალაძე

„რაც იყო ჩვენი დაპირება, რომ გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის შემდეგ  მუზეუმი გაკეთდება, ეს პროექტი, რა თქმა უნდა განხორციელდება“, -  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის ფარგლებში მუზეუმის მოწყობის დაპირება შეახსენა.კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები  სწორედ ამ მუზეუმში განთავსდება.„სამუშაოების მეორე ეტაპი რამდენიმე თვის წინ დასრულდა. რაც შეეხება  ჩვენს დაპირებას, რაც იყო  მუზეუმთან დაკავშირებით, ერთი კონკრეტული შენობა გვაქვს გამიზნული იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი იქნეს განხორციელებული. როგორც კი ჩვენ ბიუჯეტში გვექნება შესაბამისი თანხები, რა თქმა უნდა, აღნიშნული პროექტი იქნება განხორციელებული. ეს იყო ჩვენი დაპირება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ პროექტის განხორციელების დროს ნანახია ძალიან საინტერესო ნივთები და ეს ყველაფერი განთავსებული იქნება მუზეუმში“, - განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან,  ჟურნალისტის კითხვაზე,  რომელიც ეხებოდა გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობების ივლიანე წულაიასთვის  მიყიდვას იმავე ფასად, რაც სახელმწიფოს დაუჯდა,  კახა კალაძემ უპასუხა,  რომ  აღნიშნული შენობები აუქციონის წესით გასხვისდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ფასს არა მერია, არამედ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო ადგენს.მისივე თქმით, სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია, რომ შენობები მოგების ინტერესიდან გამომდინარე გაყიდოს.„აუქციონზე იყო გატანილი აღნიშნული შენობები. სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია, რომ მოგება ნახოს.  ნეტა ყველა შენობა ისე გაგვაყიდინა, დახარჯული თანხები რაც არის, ის ამოვიღოთ. ამდენად, ეს საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის გამჭვირვალე, კანონის ფარგლებში. თქვენ  ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს გადაწყვეტილებას,  არა მხოლოდ მერობის პერიოდში, მანამდე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ჩემი პოლიტიკაში ყოფნის დროს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს. ბუნებაში არ არსებობს ასეთი ფაქტი. შენობა რა ფასად გაიყიდება, ამას განსაზღვრავს სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელიც აკეთებს შეფასებას და იმის მიხედვით ხდება აუქციონის გამოცხადება. რაც შეეხება ბატონ წულაიას, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ის ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დეველოპერულ კომპანიას. ასე რომ, ის ბიზნესმენია, მას აქვს მისი საქმე, ეს ჩემთან პირად ურთიერთობაში არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება

ომი უკრაინაში 1713265297

„როიტერის“ ცნობით, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გასულ თვეს უკრაინის გამო ჩაიშალა

„როიტერის“ ცნობით, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გასულ თვეს უკრაინის გამო ჩაიშალა. როგორც სააგენტო წერს, საქმე ეხება უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც თურქეთის შუამავლობით იმართებოდა.„როიტერის“ ინფორმაციით, შეთანხმება ეხებოდა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებას და ის თითქმის მიღწეული იყო, როდესაც კიევი მოულოდნელად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან. სააგენტოსთან საუბარში ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ სურდა შეთანხმების ოფიციალურად ხელმოწერა, მაგრამ თანახმა იყო, შეთანხმება თურქეთის პრეზიდენტს გამოეცხადებინა. ეს 30 მარტს უნდა მომხდარიყო. უკრაინის მიერ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზი უცნობია. რუსეთი, უკრაინა და თურქეთი საკითხის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.„როიტერი“ ასევე ავრცელებს შეთანხმების დეტალებს, რომლის მიხედვითაც, კიევი და მოსკოვი იღებდნენ ვალდებულებას, უსაფრთხოების გარანტიები მიეცათ შავ ზღვაში მცურავი სავაჭრო გემებისთვის, რომ მათ ცეცხლს არ გაუხსნიდნენ, არ გაიტაცებდნენ და არ გაჩხრეკდნენ.ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია საზღვაო გზით უკრაინის ექსპორტის განხორციელებისთვის. 2022 წლის ივლისიდან მოქმედებდა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შავი ზღვით ტრანსპორტირებას მოიცავდა. 2023 წლის ივლისში რუსეთი გავიდა ამ შეთანხმებიდან და კიევში განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ახალი საზღვაო დერეფნის შექმნა შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში.

შსს

სამართალი 1713265095

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან,- ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.სამინისტროს ცნობით, 15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის წევრებმა შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება.შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა. საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება.მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი. აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე.სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის და როგორც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მყოფი პირების, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კრისტი აბაკუმოვა

ტაბლოიდი 1713265090

რატომ დატოვა „პრაიმ ჰაუსი“ ქრისტი აბაკუმოვამ - მონაწილე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსი ALL STAR-ი ქრისტი აბაკუმოვამ დატოვა. ამის შესახებ მონაწილემ მიმართვა გაავრცელა და მიზეზებზე ისაუბრა.„რამდენიმე ახალი მაბავი მაქვს - ვარ სახლში, რადგან მაქვს მაღალი სიცხეები. ჩემი ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, რომ პროექტში მონაწილეობა გავაგრძელო. ცოტა ხანში, სასწრაფოს გამოძახებას ვაპირებ... მოკლედ, ვეთიშები პროექტს,“ - ამბობს აბაკუმოვა.მისივე თქმით, ეს სეზონი მისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.