გიორგი გაბუნიას შემდეგ პუტინს უკრაინელმა ტელეწამყვანმა აგინა

17:22 07-12-2019

უკრაინული 24-ე არხის ტელეწამყვანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს სოლიდარობა გამოუცხადა. არტემ ოვდიენკომ რუსეთის ფედერაციის პრეზენტს მიმართა:

„ქართველი კოლეგები რუსთავი 2-დან ტყუილის საშუალებას არ მოგცემენ. პუტინ, შენ х*ило ხარ. რაც უფრო მალე გნახავთ კუბოში თეთრი ფლოსტებით, მით უფრო მეტ საფერავსა და წინანდალს დავლევთ ერთად, ამ მშვენიერ დღეს. თუმცა, სანამ ბოტოქსს შენი ტვინი ბოლომდე არ გამოუჭამია, ერთი რამ ამიხსენი, რატომ ერევი ჩვენს საქმეში? რატომ ვერ ჩერდები შენს დამჭკნარ საჯდომზე? რატომ გვეტენები ჩვენ, უკრაინელებს, ქართველებს და მოლდოველებს?“- განაცხადა უკრაინელმა ტელეწამყვანმა.

არტემ ოვდიენკომ ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს საკუთარი პრობლემებიც საკმარისად ბევრი აქვს და სხვის საქმეებში არ უნდა ერეოდეს.

ოვდიენკოს თქმით, სანამ რუსები დუმან და პუტინი უკრაინის საქმეებში ერევა, უკრაინელებს „ქართველი ძმებისგან“ რჩევები სჭირდებათ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი რუსეთისგან. ტელეწამყვანის განცხადებით, 24-ე არხი კიევი-თბილისის ტელეხიდს უმასპინძლებს რუსთავი 2-თან ერთად, სადაც აღნიშნულ საკითებს განიხილავენ.