საქართველოს პირველი არხის ვებგვერდს, სავარაუდოდ, რუსმა ჰაკერებმა შეუტიეს

17:06 07-12-2019
45

საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge ერთ-ერთ რუსულ პროვაიდერზე დარეგისტრირებული IP​ მისამართიდან კიბერშეტევის მცდელობა აღიკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, გამოვლინდა ერთი IP​ მისამართი, საიდანაც სავარაუდოდ ხორციელდებოდა საიტის სკანირება ან ერთი კონკრეტული მისამართიდან შეტევის მცდელობა.

საეჭვო მისამართი ამ დროისთვის დაბლოკილია.