წყლის ჭურვის გამოყენების პროცესში, ჩვენ გვესმოდა გაფრთხილების ხმა - ცქიტიშვილი აქციის დაშლაზე

16:30 07-12-2019

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაფრთხილებები იყო, წყლის ჭურვის გამოყენების პროცესში, ჩვენ ყველას გვესმოდა გაფრთხილების ხმა - განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე საუბრისას.

მაია ცქიტიშვილის აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქცია ძალადობრივში გადაიზარდა, რასაც აქციის დაშლა მოჰყვა.

„ვაკვირდებოდით იმას, როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ აქციაში. ვაკვირდებოდით იმას, თუ რა მოწოდებები, რა ოფიციალური განცხადებები, კომენტარები, ყველა სახით ვრცელდებოდა და მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ დაშლილიყვნენ. გარდა ამისა, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, როდესაც იქ შეკრებილი ადამიანების ნაწილი, რომელიც დარჩა ღამე, თუ მონაწილეობას არ იღებდნენ პოლიციაზე ძალადობრივ ქმედებებში, ისინი უშუალოდ ხედავდნენ თუ რა პროცესი ვითარდებოდა იქ. როდესაც შტურმის მოგერიება ხდებოდა პოლიციის მხრიდან, ასეთი სახით გაფრთხილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში არ იყოს საჭირო და ეს აუცილებლობით გამოწვეული მოქმედებაა, თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაფრთხილებები იყო, წყლის ჭურვის გამოყენების პროცესში, ჩვენ ყველას გვესმოდა გაფრთხილების ხმა და არაერთი მოწოდება მთელი დღის განმავლობაში ჟღერდებოდა სახელისუფლებო ორგანოების, შსს-ს მხრიდან“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.