დიდუბეში ექვსი თვის განმავლობაში ასფალტის საფარი 35 946 კვ.მ. ფართობზე დაიგო

16:22 07-12-2019

დიდუბის რაიონის გამგეობამ, ექვსი თვის განმავლობაში 31 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 35 946 კვ.მ. ფართობზე მოაწესრიგა. სამუშაოები განხორციელდა, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე შიდა კვარტალურ გზებსა და შიდა ეზოებში.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი მოწესრიგდა აკაკი წერეთლის გამზირის 11 შიდა ეზოსა და თევდორე მღვდლის ქუჩა N51/53-ში. 

ასევე, საგზაო სამუშაოები ჩატარდა, ახმეტელის ქუჩის  ცენტრალურ ნაწილსა და შიდა ეზოებში, დიღმის მასივის მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 კვარტლების სხვადასხვა კორპუსთან, დისევის ქუჩა N5-ის მიმდებარედ და ტერევერკოსა და ბელიაშვილის ქუჩების  მე-3 ჩიხებში.

ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგება მიმდინარეობს რობაქიძის გამზირზე, სადაც კონტრაქტორმა კომპანიამ ტროტუარიდან ასფალტის დაზიანებული ფენა მოხსნა და ასფალტის ახალი საფარი იგება.

აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა „ბი ემ სი“ და „დრო“ განახორციელეს, რისთვისაც დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 250 500 ლარი გამოიყო.