ჩინოვნიკობა “სამუდამო დიაგნოზია“ - ზელენსკიმ რადაში ლუსტრაციის კანონპროექტი შეიტანა 

16:06 07-12-2019

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტრე პოროშენკოს დროს მაღალ თანამდებობებზე მყოფი ჩინოვნიკების ლუსტრაცია მოითხოვა. ზელენსკის თქმით, ჩინოვნიკობა “სამუდამო დიაგნოზია.”

უკრაინის პრეზიდენტმა რადაში ლუსტრაციის კანონპროექტი უკვე შეიტანა.

ინიციატივის მიხედვით, აკრძალვა 10 წლით უნდა გავრცელდეს ისეთ სახელმწიფო თანამდებობებზე, როგორებიცაა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, დეპუტატები, რადის სპიკერი, მინისტრები, გენპროკურორი, ასევე უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ეროვნული ბანკის, ანტიმონოპოლიური კომიტეტის, სახელმწიფო ქონების ფონდისა და სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე