ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

რუსთავის საკრებულო

პოლიტიკა 1713510131

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს - რუსთვის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრების განცხადება

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის ანუ ამჟამინდელი საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს -  ამის შესახებ განცხადებას რუსთვის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრები ავრცელებენ.მათ ცნობით, ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას მუნიციპალიტეტის გამართული მუშაობის და შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის წინააღმდეგ, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ."საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც, თუმცა მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება შემაფერხებელი არ აღმოჩნდა, რომ კვლავინდებურად გაეგრძელებინათ პოლიტიკური მავნებლობა.ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დავიწყოთ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი.ამ მიზნით, ჩვენ კანონის შესაბამისად, პროცედურების დაცვით, უკვე მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.მიგვაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ისედაც ყველა შანსს იყენებდა პოლიტიკური რევანშისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ახლა მით უმეტეს არ აქვთ ერთიანი პოზიცია, დაშლილი ნაცმოძრაობის და გახარიას ფრაქციის იმედად ყოფნა ჩვენი ქალაქისთვის არის სრულიად გაუმართლებელი.ამიტომ მივმართეთ კანონით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას და ვიწყებთ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას", - წერია განცხადებაში.

პროკურატურა

სამართალი 1713510045

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს. მსჯავრდებულებმა ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დაარწმუნეს, თითქოსდა შეეძლოთ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მოგვარება, რის სანაცვლოდაც, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო

ჯანდაცვა 1713509247

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. მხარეებმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.იესპერ მოლერმა მადლიერება გამოხატა, სამინისტროს მიმართ, გაეროს ბავშვთა ფონდთან 25-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესსაც, რომელიც საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაშია მიღწეული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

ჯანდაცვა 1713509124

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. მხარეებმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.იესპერ მოლერმა მადლიერება გამოხატა, სამინისტროს მიმართ, გაეროს ბავშვთა ფონდთან 25-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესსაც, რომელიც საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაშია მიღწეული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა და დაიჭრა 15 ადამიანი

ომი უკრაინაში 1713508978

უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა და დაიჭრა 15 ადამიანი

რუსული მხარის მიერ უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ ურკაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით წერს.ქალაქ დნეპრში დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ქალაქ სინელნიკოვოში ექვსი, მათ შორის არის არასრულწლოვანიც.„საცხოვრებელი კორპუსის გარდა, დნეპერში დაზიანდა ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი“, – წერს ლისაკი სოციალურ ქსელში.ამასთან, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლის რაიონზეც. დაზიანებულია კერძო სახლები.