ძაღლი პატრონის გარდაცვალების ადგილს უკვე წელიწადნახევრია არ ტოვებს

15:03 07-12-2019

ისტორია, რომლის შესახებაც ბერძნული მედია წერს, ძალიან ემოციურია. ნავპაქტოსში, ერთ-ერთ გზასთან ძაღლი უკვე წელიწადნახევარია ცხოვრობს. გამომდინარე იქიდან, რომ ის ადგილს არ ტოვებდა, სახლი მოუწყვეს, პირდაპირ გზის პირას.

 

წელიწადნახევრის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე 40 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც მისი პატრონი იყო. მას შემდეგ მისი ერთგული მეგობარი იქაურობას არ ტოვებს.

მამაკაცს გარდაცვალებამდე ავარიაში ძმაც დაეღუპა, ხოლო შემდეგ თავად შეეწირა მსგავს ინციდენტს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ადგილი მათი სახლიდან 12 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. უამრავმა ადამიანმა სცადა უერთგულესი ძაღლის დაბინავება და მასზე ზრუნვა, მაგრამ ყოველ ჯერზე ის, ავარიის ადგილას ბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, მასთან მიაქვთ საჭმელი და წყალიადგილობრივები გაოგნებულები არიან ცხოველის ქმედებით.