საკურორტო სეზონისთვის სოხუმის ცნობილი შადრევანი გაწმინდეს

14:56 07-12-2019

სოხუმის დრამატული თეატრის წინ არსებული გრიფონებიანი შადრევანი, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 14 ივლისს ჩვეულ რეჟიმში ამუშავდება. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას. წერს ინტერნეტგამოცემა-„ნუჟნაია გაზეტა“.

კომუნალური სამმართველოს უფროსის დმიტრი ახუბას თქმით, შადრევანი წელიწადში 3-4 ჯერ იწმინდება:გაზაფხულზე, ზაფხულში, საკურორტო სეზონის დროს და შემოდგომაზე.

ცნობილი შადრევანი სოხუმის სანაპიროზე წარმოადგენს კომპოზიციას, რომელიც 14 გრიფონისგან (ლომის ან არწივისთავიანი და ლომისტანიანი ფრთოსანი სამკაული რელიეფზე) შედგება. გავრცელებული ვერსიით, შადრევანი სოხუმში 1947 წელს ააგეს. სხვადასხვა წყაროს თანახამად, გრიფონები ქალაქში ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის დროს 1952 — 1953 წლებში გაჩნდა.

ავტორი: თეა შონია