ელჩებთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქ იყვნენ - გია ვოლსკი

14:25 07-12-2019

„ელჩებთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქ იყვნენ. მხოლოდ გერმანიის ელჩი ვნახე და პირისპირაც გავესაუბრე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.  

მისი განმარტებით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის პირველ სართულზე იყო, ისინი მესამეზე და მისი ოთახიდან ყველაფერი კარგად ჩანდა.

„ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს, მაგრამ რადგან გახარიამ თქვა, ესეიგი საჭიროდ ჩათვალა. მე 20 ივნისის ღამეს პარლამენტის პირველ სართულზე ვიყავი, ისინი მესამეზე და ჩემი ოთახიდან ძალიან კარად ჩანდა ყველაფერი. ელჩებთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქ იყვნენ. მხოლოდ გერმანიის ელჩი ვნახე და პირისპირაც გავესაუბრე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.