ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჯადო

რჩევები 1714079765

ჯადო ფულზე - როგორ გავანეიტრალოთ ჩვენით და როგორ გავაკეთოთ ბარაქისა და ფულის მოზიდვის თილისმა

ფულთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება იყოს სერიოზული დისკომფორტის წყარო ცხოვრებაში და ხშირად ჩვენ ვიწყებთ მიზეზების ძიებას. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ჯადო ფულზე, რომელიც, ბევრის აზრით, ფინანსური წარუმატებლობისა და დაბრკოლებების მოსაზიდადაა. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ჯადოს  არსებობა და მისგან თავის დაღწევა, სხვადასხვა მეთოდისა და რიტუალის გამოყენებით.პრობლემის გადაჭრის პირველი ნაბიჯი არის იმის დადგენა, არის თუ არა ჯადო. დაზიანების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში:ფინანსური სირთულეები: შემოსავლის მუდმივი კლება, მოულოდნელი ხარჯები, საკრედიტო ისტორიასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.ბიზნესის წარუმატებლობა: ბიზნესის გაუარესება, მომხმარებელთა წასვლა, გარიგების გაუქმება და სხვა სამუშაო პრობლემები.ემოციური ცვლილებები: განწყობის გაუარესება, გაურკვევლობა, მუშაობისა და განვითარების სურვილის ნაკლებობა.თუ შეამჩნევთ ასეთ ნიშნებს, შესაძლოა ღირს ყურადღება მიაქციოთ თქვენს ცხოვრებაში ფულის ჯადოს შესაძლო არსებობას. ჯადოს არსებობის უფრო ზუსტად დასადგენად, შეგიძლიათ გამოიყენოთ რიტუალი ეკლესიის სანთლით:მოამზადეთ სანთელი, კუპიურა და ადგილი რიტუალისთვის.აანთეთ სანთელი და თქვით ლოცვა, იკითხეთ, გაქვთ თუ არა ჯადო. დააკვირდით სანთლის ალის ქცევას: კაშკაშა და თანაბარი ალი მიუთითებს ჯადოს არარსებობაზე, ხოლო ალის ციმციმი შეიძლება მიუთითებდეს ნეგატივის არსებობაზე.როგორ მოვიშოროთ ჯადოს გავლენა თუ ჯადო გამოვლინდა, შეგიძლიათ სცადოთ მისი გაუვნებელყოფა სხვადასხვა რიტუალის გამოყენებით:1. რიტუალი ხუთშაბათის შავი მარილის გამოყენებითეს რიტუალი ემყარება მარილის, როგორც გაწმენდისა და დაცვის საშუალებას გამოყენებას.ნაბიჯები:ჩაყარეთ ცოტა ხუთშაბათის მარილი თქვენი ტანსაცმლის, ჩანთის თითოეულ ჯიბეში. ასევე მოათავსეთ მარილის პატარა ტომარა თქვენი მაგიდის უჯრაში.თუ ნაღდი ფული გაქვთ, მოათავსეთ კონტეინერში და მოაყარეთ მარილი. ნეგატივის სიმბოლურად დასაბრუნებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფული ქველმოქმედებისთვის, გონებით ან ხმამაღლა წარმოთქვათ შესაბამისი ლოცვა ან დადასტურება.ლოცვის მაგალითი: ”მე ვაძლევ სიკეთეს, არ ვიკავებ ბოროტებას, ვეხმარები სუფთა ფულით სუფთა გულიდან”.თუ ფული გჭირდება, ეცადე გამოიყენო ისე, რომ ხურდა არ დაგიბრუნონ. ამგვარად დააჩქარებთ ფულის დახარჯვის პროცესს და რწმენის მიხედვით, მოიშორებთ უარყოფით ენერგიას.2. რიტუალი გზაჯვარედინზეეს რიტუალი გულისხმობს სიმბოლიზმის და სიმბოლური მოქმედებების გამოყენებას ნეგატივის განდევნის მიზნით.ნაბიჯები:იპოვეთ მიტოვებული გზაჯვარედინი, სასურველია ოთხი გზა, რომელიც განასახიერებს არჩევანსა და მიმართულებას.დადექით წრის ცენტრში, რომელსაც გზაჯვარედინზე დახატავთ და წარმოთქვით ლოცვა ან სიტყვები ზიანის მოსაშორებლად და იღბლისა და კეთილდღეობის მოსაზიდად.გადაყარეთ მონეტები მარცხენა მხარზე, ზურგს უკან, ეს სიმბოლოა ნეგატივისა და პრობლემების დაბრუნებაზე. ამის შემდეგ დატოვეთ წრე და გაემგზავრეთ სახლში.ლოცვის მაგალითი: ”მე ვიხდი ბოროტების მოსაშორებლად, აღარ მაქვს პრობლემები, მთელ ბოროტებას ვუბრუნებ პატრონს. მე გადავიხდი არა მარტო ფულით, არამედ ქმედებებით. მე დავეხმარები სუსტებს, არ ავუვლი გვერდს სხვის უბედურებას, არასოდეს გავუყვები ნეგატივის გზას“.3. რიტუალი თილისმის შექმნითეს რიტუალი ემყარება თილისმის შექმნას კეთილდღეობის დასაცავად და მოსაზიდად.ნაბიჯები:შეკერეთ ტომსიკა მწვანე ან ოქროსფერი ქსოვილისგან. მოათავსეთ მონეტა, კუპიურა, მწიკვი მარილი, ავშნის ტოტი და რამდენიმე წვეთი ვარდის ზეთი.დაკიდეთ ამულეტი თქვენი სახლის კარზე, თქვით ლოცვა ან დადასტურება ნეგატივისგან თავის დასაცავად და ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად.ლოცვის მაგალითი: ”მე ვხსნი საკუთარ თავს ჯადოს, არ ვცნობ ნეგატივს. როგორც მარილით ვიწმენდ, ისე მოვიშორებ სხვის შურს. ჩემი თილისმა შეაჩერებს უბედურებას, მოიზიდავს ბედნიერებას და მიხსნის უბედურებისგან“.ასევე ნახეთ:სკანდალური სასამართლო პროცესი - რა ჩვენება მისცა ნათელმხილველმა, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე„ჩაჭერილი აქვს ჩემზე...“ - სალომე უშხვანის და ანი ყიფშიძის დაპირისპირება პიკს აღწევს

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1714079015

ნახეთ, რა გელოდებათ დღეს - ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძიკარგი დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, დაიწყოთ ფიქრი სამსახურის შეცვლაზე, აქტუალურია ასევე, ხელმძღვანელ პირებთან სხვადასხვა საკითხების განხილვა.კუროდღეს, შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ, ან შეასრულონ ძველი დაპირებები. ერიდეთ ავადმყოფ და წუწუნა ადამიანებთან კონტაქტს, რადგან შეიძლება მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცეთ.ტყუპებიკარგია, დღეს, ცოდნის ამაღლება, რაიმეს სწავლა, ლექციების ჩატარება. იმუშავეთ სამომავლო გეგმებზე.კირჩხიბისასურველია, გადახედოთ თქვენს გეგმებს და განაახლოთ ისინი. ასევე, სასარგებლო იქნება მეგობრებთან სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების, საქმიანი სფეროსა თუ კომერციული იდეების განხილვა.ლომიაწარმოეთ მოლაპარაკებები, მოიძიეთ ბიზნესპარტნიორები, ახალი სამუშაო პერსპექტივები, ან წამოიწყეთ რემონტი სახლში.ქალწულიკარგია, საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად, ყოველივე ძველისგან გათავისუფლება, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას,ჩაიტარეთ პროცედურები, რომელიც უკავშირდება ორგანიზმის გაჯანსაღებას.სასწორიდიდია კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობა, ამიტომ, ეცადეთ, არ ჩაერთოთ გარემოს ქაოსში. თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებებისა და ურთიერთობებისგან.მორიელიაიმაღლეთ განწყობა, წამოიწყეთ ახალი საქმეები, დაიცავით ზომიერება და პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე აიღეთ.მშვილდოსანიდიდი ალბათობით, დღეს, კარგად წარიმართება ფინანსური მოლაპარაკებები, ასევე, პოზიტიურად განვითარდება დღეს წამოწყებული საქმეები.თხის რქანუ იჩქარებთ ხელშეკრულებების გაფორმებას, შესაძლოა, ამან სამომავლოდ გარკვეული თავსატეხი გაგიჩინოთ. კარგად აწონ-დაწონეთ ყოველი საკითხი და რაც მთავარია, გაითვალისწინეთ გარემოებები.მერწყულიმატულობს ვალდებულებები, მაგრამ თქვენს მონდომებას და ძალისხმევას შთამბეჭდავი შედეგები და კმაყოფილება მოაქვს, რაც მეტ სტიმულს გაძლევთ და ენერგიით აგავსებთ.თევზებინუ იტყვით უარს ძველ ურთიერთობებზე, ახლა, სჯობს, შეინარჩუნოთ სტაბილურობა და იფიქროთ კომპრომისებსა და ურთიერთგაგებაზე. 

აფრიკელი

მსოფლიო 1714078825

რატომ აქვთ აფრიკელ ბავშვებს ხშირად ასეთი დიდი მუცელი

თანამედროვე საზოგადოებაში დიდი მუცელი იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი აქვს, რაც ჭარბი საკვების მოხმარების შედეგია, თუმცა ის რაც აფრიკელ ბავშვებს აღენიშნებათ ამას სიმსუქნესთან საერთო არაფერი აქვს, თუკი ამ პატარების ფეხებსა და ხელებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ მათ ისინი მეტისმეტად გამხდარი აქვთ. მაშინ ლოგიკური კითხვაც ისმის, აბა საიდან აქვთ მათ ასეთი დიდი ზომის მუცელი?საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა აფრიკელ ბავშვს ორგანიზმში ცილის დეფიციტი აღენიშნება. მიუხედავად ტოტალური შიმშილისა, აფრიკის ქვეყნებში შობადობა საკმაოდ მაღალია. მრავალშვილიან ოჯახებში დედას საკუთარი რძით ბავშვების გამოკვება მცირე პერიოდით უწევს, რათა ყველა პატარას მათი ორგანიზმისთვის ეს შეუცვლელი საკვები ამყოფინოს. დედის რძე კი როგორც ცნობილია - ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა.აფრიკელი ბავშვები ძირითადად ბრინჯითა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებით იკვებებიან, რის გამოც მათ ორგანიზმში ცილოვან - კალორიული უკმარისობა ვითარდება. ეს სინდრომი კი ორი ფორმით - კახექსიითა და კვაშიორკორით მიმდინარეობს, რომელიც არასწორი კვების გამო ვითარდება და ის როგორც წესი, პროტეინის უკმარისობით არის განპირობებული, რაც დიდი, შებერილი მუცლით ხასიათდება. უპირატესად გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, უფრო ხშირად უვითარდებათ 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს.კვაშიორკორის დროს მთელი სითხე ნაწლავებსა და უჯრედებს შორის ქსოვილებში გროვდება. ორგანიზმს ენერგია, ყველაზე ელემენტალური ფიზიოლოგიური პროცესების შესასრულებლათაც კი არ ჰყოფნის, რის გამოც ნივთიერებათა ცვლა ირღვევა. ბავშვების ჯანმრეთელობისთვის ეს მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა, რადგან შესაძლოა ზოგჯერ ისინი ამის გამო დაიღუპონ კიდეც.მკურნალობა კი საკმაოდ მარტივია: უბრალოდ პატარებმა სწორად და ბალანსირებულად უნდა იკვებონ, მიიღონ ყველა მნიშვნელოვანი მიკროელემენტი და ვიტამინი სწორი განვითარებისთვის. ბავშვები, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან, ზრდის შეფერხება აღენიშნებათ, თუმცა სიცოცხლე უნარჩუნდებათ.

ბაღდატის ტრაგედია

საზოგადოება 1714078662

VIDEO: „გილოცავთ შეუსრულებელ 15 წელს...“ - ვრცელდება ბაღდათის ტრაგედიისას დაღუპული ტყუპი დების ბოლო დღეობის კადრები

ბაღდათში, ტრაგიკულად დაღუპული ტყუპი დების ვიდეო ვრცელდება. დღეს გოგონები 15 წლის გახდებოდნენ. @liziikkopaliani გილოცავთ თქვენ შეუსრულებელლ 15 წელს💘 ძაან ძან მიყვარხართ ძააან ძაან მენატრებით💔 ძაან მაკლიხართ ეხლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდებითთთ🥀 ♬ original sound - 🧚🏾‍♀️ ცნობისთვის, 7 თებერვალს, ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.დაიღუპა ერთი ოჯახისოთხი წევრი, 14 წლის ტყუპები, ანი და ქეთი, 16 წლის დათო და მათი მამა, გია რობაქიძე ემსხვერპლა.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1714078437

„ისინი ერთმანეთს ძალიან იზიდავენ“ - ზოდიაქოს TOP 10 გამორჩეული წყვილი

საერთოდ, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება შეუძლიათ ერთი სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მაგალითად, ვერძსა და ლომს, კუროსა და თხის რქას, სასწორსა და მერწყულს და ა. შ.რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ერთმანეთს იზიდავენ საწინააღმდეგო ნიშნებით დაბადებული ადამიანებიც, მაგალითად, ვერძი და სასწორი, კურო და მორიელი, ტყუპი და მშვილდოსანი და ა. შ. ასტროლოგთა დაკვირვებით, ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვთ შემდეგ წყვილებს:1. ქალი მორიელი და მამაკაცი კურომიუხედავად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული ფასეულობებისა და განსხვავებული ენერგიებისა, მათ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. კურო იხიბლება მორიელის მძლავრი მაგნეტიზმითა და სექსუალურობით.2. მამაკაცი ვერძი და ქალი მშვილდოსანიწარმატებული შეთავსებაა. მათი ურთიერთობა ისეთივე ცეცხლოვანი და ვნებიანი იქნება, როგორიც მათი სტიქიები. სითამამე, მეამბოხეობა, გამბედაობა და სიმამაცე - აი, ამ ზოდიაქოს ნიშნების ძირითადი შტრიხები.3. ქალი მერწყული და მამაკაცი ტყუპიშესანიშნავი წყვილია. ამ ნიშნებს ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვთ. სიმსუბუქე და მოხერხებულობა მათ კავშირს მიანიჭებს სულიერ ურთიერთგაგებასა და დაუძაბავად ცხოვრებას. ისინი საიმედო მეგობრები და პარტნიორები არიან.4. მამაკაცი თხის რქა და ქალი ქალწულიპრაქტიკულობა, ურყეობა და ერთნაირი მსოფლმხედველობა მათ კავშირს იდეალურად აქცევს. ამ წყვილის ბინასა და სამსახურში ყოველთვის წესრიგი სუფევს. მათი მოქმედება თანმიმდევრული და საიმედოა.5. მამაკაცი თევზები და ქალი მორიელიარავის შეუძლია გამოხატოს გრძნობები ისე ღრმად და ფაქიზად, როგორც წყლის სტიქიის წარმომადგენლებს. ნებისყოფიანი და მიმზიდველი ქალი მორიელი აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეს თევზების ფაქიზ სულს, მოუაროს თავის მამაკაცს. თევზებს, თავის მხრივ, შეუძლია მორიელს უდიდესი ემოციური განცდები მიანიჭოს.6. მამაკაცი ლომი და ქალი კირჩხიბიძლიერ, ვაჟკაცურ და ამაყ მამაკაც ლომს ყოველთვის მიიზიდავს ქალი კირჩხიბის თავმდაბლობა და მზრუნველობა. სწორედ ამ ქალს შეუძლია გაახვიოს ლომი მამაკაცი სითბოში, სინაზეში და აღფრთოვანდეს მისით, რაც ჭეშმარიტ ლომს ყოველთვის სჭირდება.7. ქალი თხის რქა და მამაკაცი მორიელისაკმაოდ კარგი შეთავსებაა. მამაკაც მორიელს უყვარს ამოცანების ამოხსნა. ქალ თხის რქას კი აქვს უნარი, დაფაროს ემოცია და გამოკეტოს ის ცხრაკლიტულში, რაც აიძულებს მამაკაც მორიელს, მუდამ ეცადოს მის გახსნას.8. მამაკაცი კირჩხიბი და ქალი მორიელიმამაკაცი-კირჩხიბი შეხვედრისთანავე მოიხიბლება მიმზიდველი და სექსუალური ქალი მორიელით. ძლიერი და ძალაუფლების მოყვარე მორიელი იზრუნებს სენტიმენტურ კირჩხიბ მამაკაცზე და მიიღებს მას ისეთს, როგორიც არის.9. ქალი ვერძი და მამაკაცი ორიელიცეცხლს ყოველთვის შეუძლია აადუღოს წყალი - სწორედ ასეთი იქნება ქალი ვერძისა და მამაკაცი მორიელის ურთიერთობა. მშვიდ და გაწონასწორებულ ურთიერთობას ეს წყვილი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, თუმცა ვერძის ტემპერამენტი და ენერგიულობა შეივსება მორიელის ავანტიურიზმითა და ვნებით.10. ქალი სასწორი და მამაკაცი კირჩხიბიეს საკმაოდ რთული კავშირია, მაგრამ საინტერესო და პერსპექტიული. კირჩხიბის რომანტიკულობა და ფანტაზია სასწორს ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას აარიდებს. კირჩხიბს კი ყოველთვის მიიზიდავს სასწორის ესთეტიკურობა და მშვენიერების აღქმა.