ლიეტუვას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

13:29 07-12-2019

ლიეტუვას რესპუბლიკას დღეიდან ახალი პრეზიდენტი ჰყავს. “გიტანა ნაუსედამ სახელმწიფო კონსტიტუციაზე დადო ფიცი, რომ იქნება ქვეყნის ერთგული, ემსახურება მას პატიოსნად და იქნება თანაბბრად სამართლიანი ყველა მოქალაქისადმი,“- ნათქვამია საქართველოში ლიეტუვის საელჩოს განცხადებაში.  

55 წლის გიტანა ნაუსედამ დალია გრიბაუსკაიტე შეცვალა, რომელიც ლიეტუვას პრეზიდენტის პოსტს 2009 წლიდან, ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იკავებდა.