გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ქართველ ლგბტ აქტივისტებს შეხვდა

13:17 07-12-2019
2

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში მიხაელ როთი ქართველ ლგბტ აქტივისტებს შეხვდა. ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლები განიცდიან დისკრიმინაციას და შევიწროებას. დღეს მე შევხდი მარიამს და გიორგის, ორ მამაც აქტივისტს, რომლებიც იბრძვიან პატივისცემისთვის, თანასწორობისთვის და მრავალფეროვნებისთვის. მათ სჭირდებათ სოლიდარობა და მხარდაჭერა”, – წერს მინისტრი.

მიხაელ როთი ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მონაწილეობს.