არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება

11:27 07-12-2019
15

მესამე სექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეობიოს კანდიდატების შესახებ ინფორმაციას.

საბჭოს რეკომენდაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტმა მიმართა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის თქმით, საბჭო მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას გამიზნულად არ გასცემს.

„სამწუხაროა, რომ იუსტიციის საბჭოს ეშინია გამოაქვეყნოს კანდიდატების შესახებ ინფორმაცია, რადგან მას ეშინია, რომ გამჟღავნდება იმ კანდიდატების სია, რომლებიც თავიანთი კვალიფიკაციით ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს“, - განაცხადა დოლიძემ.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი კი ინფორმაციის არ გაცემის მიზეზად პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებას ასახელებს.

„უარის თქმის ერთადერთი მიზეზი ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე არის სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესი“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორი დაუდასტურებს საბჭოს, რომ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ამ ინფორმაციის გასაჯაროებით არ დაირღვევა პერსონალური მონაცემები. 

​დღეს იუსტიციის საბჭოზე  პერსონალური დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელს მოუსმენენ.

ავტორი: თორნიკე ხურციძე