ბათუმში ტრანსპორტირების დროს ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა

11:20 07-12-2019

ბათუმში, ტრანსპორტირების დროს ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაქოს ქუჩაზე მოხდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. გვამი ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.