ოპოზიციონერი ლიდერები შსს-ში გამოკითხვაზე არ მიდიან

11:19 07-12-2019
13

შსს-ში ოპოზიციონერი ლიდერები დღეს, 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.

„პრაიმტაიმის ინფორმაციით, ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე და ბაჩუკი ქარდავა მათი საქმის მაგისტრ მოსამართლესთან გადატანას მოითხოვენ. ამიტომ, ისინი შსს-ში მისვლას არ აპირებენ. 

შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლები ოპოზიციონერი ლიდერები მოწმის სტატუსით დაიკითხებიან.

225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.