თქვენს მიერ „მურუსიძის სასამართლოდ“ გამოცხადებული თემიდა გეიმედებათ? - ირმა ჭკადუა ოპოზიციას

11:15 07-12-2019
114

ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციონერი ლიდერების გამოკითხვაზე დაბარებას და წერს:

„ნიკანორ მელიამ თქვა, გამოძიებას ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მივცემო, უგულავა მისივე მოთხოვნით ასევე მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა (სხვათაშორის იმ მოსამართლის, რომელმაც 2013 წელს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს გარეშე გაათავისუფლა და პასპორტიც კი არ ჩამოართვა), დეკანოიძე, გუბაზი, ბაჩუკი ქარდავა - ყველა მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს დაკითხვას, შსს-ს და პროკურატურას არ ვენდობითო... ანუ სასამართლოს ენდობით? თქვენს მიერ „მურუსიძის სასამართლოდ“ გამოცხადებული თემიდა გეიმედებათ? თუ, როცა გინდათ მურუსიძის სასამართლოა და როცა გინდათ, ერთადერთი იმედი... იქნებ ცოტა თანმიმდევრულები მაინც იყოთ ბატონებო, თორემ კეთილსინდისიერებას თქვენგან დიდი ხანია აღარავინ ითხოვს....“