თავს ჭერს ვურტყამდით, ყველაფერი გადმოიყარა - კადრები თვითმფრინავიდან, რომელიც ტურბულენტურ ზონაში მოხვდა

11:07 07-12-2019

ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 37 ადამიანი დაშავდა.

თვითმფრინავის ბორტზე სულ 284 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი კანადის ქალაქ ვანკუვერიდან სიდნეიში მიემგზავრებოდნენ, თუმცა, ძლიერი ტურბულენტური ზონის გამო ლაინერი ჰავაიში დაეშვა.

„ადამიანები დაფრინავდნენ, ძალიან ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით, თავს ჭერს ვურტყამდით. ყველაფერი ძირს ეყარა, - ყვება ერთ-ერთი მგზავრი.