ოპოზიციონერი ლიდერები შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა

10:34 07-12-2019
14

ოპოზიციონერი ლიდერები შს სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა.

უწყების ინფორმაციით, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.

საქმე ეხება 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

სსკ-ის 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.