გაირკვა მიზეზი, რატომ არ ადგა მერკელი ოფიციალურ შეხვედრაზე ჰიმნის მოსმენისას (ვიდეო)

10:06 07-12-2019
661

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა შეხვედრის დაწყებამდე ორი ქვეყნის ჰიმნებზე მჯდომარე მდგომარეობაში მოუსმინეს.

უცხოური მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. 

გერმანიის კანცლერი ოფიციალურ შეხვედრებზე უკვე მესამედ გახდა ცუდად. მან მისი ჯანმრთელობის შესახებ პირველი კომენტარიც გააკეთა.

მერკელმა თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს და ამასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია.