მამისონის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

09:32 07-12-2019
14

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ147-კმ149 მონაკვეთზე, კლდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა.

რის გამოც, აღნიშნული მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.