„მშიშარა“ - შს მინისტრი შეძახილებით გააცილეს

22:12 07-11-2019
2

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც მოქალაქეები 22 დღეა ითხოვენ, TV პირველის სტუდიიდან შეძახილებით გააცილეს.

აქციის მონაწილეები მინისტრს „მშიშარას“ ეძახდნენ, რადგან სტუდია უკანა მხრიდან დატოვა.

გიორგი გახარიას ხალხის ეშინია - განაცხადა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი გადაცემა “რეაქციაში” შს მინისტრის სტუმრობის შემდეგ.

მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახარია არის ერთადერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდება.

„იმის ძალაც არ ეყო რომ ხალხთან გამოსულიყო. იცით საიდან გაიყვანეს? სარდაფიდან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის გახლავთ პირველი შს მინისტრი, რომელიც დაცვის გარეშე ვერ გამოდის ხალხთან. თან ეს ხომ არ არის პირადი დაცვა, პოლიცია იცავს”, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.