პროკურატურა გამოკითხვაზე გიორგი გახარიასაც დაიბარებს

21:45 07-11-2019
34

„დამიძახებენ!“ - გიორგი გახარია აცხადებს, რომ მას პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარებენ. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ ინტერვიუს დროს თქვა.

გიორგი გახარია: „პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და პროპორციული. იყო გარკვეული შემთხვევები ძალის გადამეტების, რომელსაც იძიებს გენერალური პროკურატურა, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომელზეც გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრს არანაირი ზეგავლენა არ აქვს.“

ინგა გრიგოლია: თქვენ რატომ არ გიძახებენ? ბრძანების გამცემი ხომ თქვენ ხართ?

გიორგი გახარია: დამიძახებენ... მე ამას არ ვმალავ, პირველივე დღიდან ამას ვამბობდი... რა თქმა უნდა, გავეცი ეს ბრძანება. გავეცი, კონსტიტუციის, კანონის და ინსტრუქციის შესაბამისად მაშინ, როცა პოლიცია იძულებული გახდებოდა გამოეყენებინა ყველა შესაბამისი სპეციალური საშუალება.

მოგვიანებით, გადაცემაში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს სატელევიზიო ინტერვიუ იგივე ჩვენებაა.

„მე, როდესაც თქვენთან ვსაუბრობ, ვსაუბრობ, როგორც შს მინისტრი და ეს საუბარი იგივე მიცემული ჩვენებაა“, - განმარტავს მინისტრი.