ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

დიეტა

რჩევები 1711620780

N1 საიდუმლო რეცეპტი სადილისთვის, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად დაიკლოთ წონაში

დიეტოლოგმა მრავალწლიანი გამოცდილებით, გააზიარა თავისი „საიდუმლო იარაღი“. მან გააჟღერა სადილის რეცეპტი, რომელიც შექმნილია არა მხოლოდ შიმშილის დასაკმაყოფილებლად, არამედ წონის დაკლებისთვის.სპეციალისტის თქმით, ეს რეცეპტი უცვლელად გამოირჩევა დანარჩენებს შორის.დიეტოლოგი გვირჩევს სადილად ჰუმუსის მომზადებას ქათმით და პომიდვრისა და კიტრის სალათით. ეს ვახშამი შეიცავს უამრავ ცილას და ბოჭკოს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აკონტროლებს შიმშილს.როგორ მოვამზადოთ:ქათმის ორი მკერდი დავჭრათ ოთხად, წავუსვათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ გემოვნებით და მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე მოხარშვამდე.„პატარა თასში მოამზადეთ კიტრისა და პომიდვრის სალათი. დაამატეთ ¼ ჭიქა დაჭრილი კიტრი, ¼ ჭიქა განახევრებული ჩერი პომიდორი, 2 სუფრის კოვზი დაჭრილი წითელი ხახვი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი წითელი ღვინის ძმარი, ¼ ჩაის კოვზი წიწაკა და ½ ჩაის კოვზი ხმელი ორეგანო.მიირთვით სალათი და ქათამი ¼ ჭიქა მომზადებული ჰუმუსით.აღნიშნულია, რომ ქათამი შესანიშნავი საშუალებაა ცილის მისაღებად, რაც მნიშვნელოვანია კუნთების  გასაძლიერებლად. როდესაც არ ხართ აქტიური, კუნთები უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ცხიმს, ამიტომ საკმარისი ცილის მიღება თქვენს კვებაში დაგეხმარებათ ჯანსაღი მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში. ჰუმუსი მდიდარია ბოჭკოვანი და ჯანსაღი ცხიმებით. ჰუმუსში შემავალი ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი და ტაჰინი, სასარგებლოა გულისთვის და შეუძლია შეამციროს ორგანიზმში ანთება.

ქორწინება

საზოგადოება 1711620720

რა ასაკში ქორწინდებიან ქალები და კაცები საქართველოში - საქსტატის ანგარიში

საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემების ამსახველ დოკუმენტში წერია.2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა.საქსტატის მონაცემებითვე, 2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება და 13 664 განქორწინება.

ganqorwineba

საზოგადოება 1711620264

22 275 ქორწინება, 13 664 განქორწინება - საქსტატმა 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა

2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლომამაკაცებისთვის 32.1 წელს.2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ჯეიმს რუბინი

მსოფლიო 1711620212

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ზელენსკიმ უფრო მეტი ღიაობა უნდა გამოიჩინოს ფრონტზე შექმნილი მწარე სიმართლის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ჯეიმს რუბინის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო მეტი ღიაობა უნდა გამოიჩინოს ფრონტზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხებში. ამის შესახებ Politico წერს.ჯეიმს რუბინი ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის „გლობალური ჩართულობის ცენტრს“, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლაზეა პასუხისმგებელი. რუბინის განცხადებით, „ხანდახან უკრაინის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ინფორმაციის იმ თავისუფლებას, რომელიც სრულიად ნორმალურია ჩვენთვის“.„ხანდახან ომის რეპორტიორები აშუქებენ ისეთ მოვლენებს, რაც არ შედის ზელენსკის ინტერესებში, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა ესმოდეთ, რომ ომის რეპორტიორების მიერ მოვლენების გაშუქება, თუნდაც ხანდახან ეს ცუდი ამბების გაშუქებას ნიშნავდეს, გაცილებით სჯობს იმ კონტროლირებად გარემოში ცხოვრებას, როგორიც რუსეთს აქვს დამყარებული“, - ამბობს ჯეიმს რუბინი.როგორც Politico წერს, უკრაინელი და დასავლელი ჟურნალისტები ფრონტზე უფრო მეტ დაშვებას ითხოვენ, ოფიციალური კიევი კონფლიქტის სენსიტიური ზომებიდან მოვლენების გაშუქებას ზღუდავს.რუბინის განცხადებით, ჟურნალისტებისთვის წვდომის გაზრდა ხაზს გაუსვამს მოკავშირეების მხრიდან უკრაინის დახმარების აუცილებლობას. მისივე თქმით, ქვეყანა „სწორი მიმართულებით მიდის“, მაგრამ „სრულფასოვან დემოკრატიას“ ჯერ არ წარმოადგენს.

მაშველები

შემთხვევა 1711619136

ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.