ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1713261236

როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ, ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის - ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ - დავით მათიკაშვილი

როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.მათიკაშვილის თქმით,  ალეკო ელისაშვილის ლაჩრობამ, არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო.მისივე თქმით, ვერც ელისაშვილი და ვერც ოპოზიციის ყვირილი „ქართულ ოცნებას“  იმ გეზს ვერ შეაცვლევინებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული.„მერვე წელია საკანონმდებლო ორგანოს წევრი ვარ, ამ კედლებსაც, ქუთაისის პარლამენტის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც აქ მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ის არ უნახავს და არ ახსოვს, რომ ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად, ქათმურად მიპარვოდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყას. მთელი დღის განმავლობაში ელისაშვილი იჯდა ილია  ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში და უყურებდა ილია ჭავჭავაძის სურათს და ხმა, კრინტი არ დაუძრავს. ამ ფაქტმა მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია. ასეთი რამ გაგიგიათ? ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? მე არ მინახავს და არ მახსოვს. თუ თქვენ გახსოვთ რამე, გვითხარით. ამ ლაჩრობამ, არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველა რადიკალი გაფრთხილდეს, როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ! ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ. ვერც ელისაშვილი და ვერც თქვენი ზედმეტი ყვირილი, იმ გეზს ვერ შეგვაცვლევინებს, რაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული. ბოდიშის მოხდა კარგი საქციელია, მაგრამ თქვენ ეს არ შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ, ყველა რადიკალის გასაგონად - ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ. ამ მზაკვრობას და ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ქალი

რჩევები 1713261060

თუ ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა მომართული, მაშინ ეს წაიკითხეთ

ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომელიც გამუდმებით ცდილობენ ჩვენთვის ზიანის მოყენებას და ჩვენს დამარცხებას. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება შეგემთხვას, ისაა, რომ დავიჯეროთ - ყველა ადამიანი ჩვენს წინააღმდეგაა მომართული.რატომაა ეს პრობლემა? როდესაც გვჯერა, რომ სხვა ადამიანები ჩვენს წინააღმდეგ არიან განწყობილნი, ეს ხელს გვიშლის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ურთიერთობები ადამიანის ცხოვრების მთავარი ელემენტია. ის არა მხოლოდ აადვილებს მუშაობის პროცესს, არამედ გვეხმარება განტვირთვასა და ცხოვრებით ტკბობაში.როდესაც ყოველთვის თავდაცვით მდგომარეობაში ვართ, ყველა ადამიანს ეჭვის თვალით ვუყურებთ და მათგან ცუდს ველოდებით. შესაბამისად, ვერ ვახერხებთ ჯანმრთელი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ფორმირებას. სინამდვილეში, ჩვენი წარმატების ძირითადი ნაწილი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვიცნობთ და ვისთვის შეგვიძლია დახმარების თხოვნა.თავს მსხვერპლად ნუ წარმოაჩენთ. როდესაც ამას აკეთებთ, მაშინ სხვებზე დამოკიდებული ხდებით. დააკვირდით, თუ თავს ასე აღიქვამთ, გამოდის, რომ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, აძლევთ უფლებას გაგტეხონ და გადაგიარონ, თითქოს, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ბედნიერებაზე, არანაირი კონტროლის მექანიზმი არ გაქვთ.თავის მსხვერპლად წარმოჩენა, თითქოს ყველა ადამიანი, მთელი სამყარო, თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მარტივი გზაა.თუ ასე ფიქრობთ, მაშინ, თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებთ. გარკვეულწილად, შესაძლოა ეს კარგი გამოსავალი იყოს - თქვენ არ იღებთ პასუხისმგებლობას წარუმატებლობაზე. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ საკუთარი შეცდომებზე ვერ სწავლობთ, რომ არ მოქმედებთ, რომ წინ არ მიდიხართ...ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოსავალი ყველას ნდობაა. თუმცა, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება სხვების მიმართ მანამ, სანამ ისინი ამას იმსახურებენ, დადებითი ცხოვრებისეული ცვლილებების გარანტიაა.საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე - წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობის აღება, დიდი ცვლილებების, ზრდისა და განვითარების ერთადერთი წინაპირობაა. ის გვაძლევს საშუალებას, რომ დავინახოთ ყველა შესაძლებლობა, ვიამაყოთ ჩვენი წარმატებით და რაც მთავარია, გამოვიდეთ მუდმივი ბრძოლის რეჟიმიდან.მიეცით საკუთარ თავს უფლება აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობაზე და შეწყვიტეთ თქვენს გარშემო მტრების ძებნა. ეს აუცილებლად გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას და გააფართოებს თქვენს მსოფლმხედველობას.როდესაც სამყაროს უფრო პოზიტიურად აღიქვამთ, სხვა ადამიანებიც იმავე დამოკიდებულებით გპასუხობენ. მიეცით მათ საშუალება გაგაოცონ და დაგანახონ მეგობრული სამყაროს ყველა შესაძლებლობა. მაგრამ ყველაზე მეტად, მიეცით საკუთარ თავს შანსი, აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება.

სალომე ჭაჭუა

ტაბლოიდი 1713261000

VIDEO: „ზურას თავგზა აებნა ამდენი სილამაზით...“ - სალომე ჭაჭუა ირლანდიიდან დაბრუნდა

ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ, სალომე ჭაჭუა საქართველოში დაბრუნდა. მოცეკვავე გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ერთ-ერთ რუბრიკას სტუმრობს.როგორც სალომე აღნიშნავს, კულინარია ძალიან უყვარს და მეგობრებს მის მიერ მომზადებული კერძებით ხშირად ანებივრებს ხოლმე. 

სალომე ნიკო

ტაბლოიდი 1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1713260651

მივმართავ ოპონენტებს, ნამდვილ ქართულ ოცნებას მაინც ვერ გაარუსებთ, ბრძოლა საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მისაყვანად დაწყებულია და ბოლომდე მივიყვანთ - მაკა ბოჭორიშვილი

მივმართავ კამპანია „არა რუსულ კანონს“ ორგანიზატორებს, ყალბია ეს კამპანია, რადგან საფუძველი არ აქვს, მითი კანონის რუსულობის შესახებ ვერ დამტკიცდება, ასევე კიდევ უფრო მეტად ყალბია, რადგან მას რუსული საქმის კეთებაში გამოწვრთნილი ე.წ. პოლიტიკოსები ასრულებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.როგორც ბოჭორიშვილმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებენ, მანამდე ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.„იმ ადამიანებსაც მინდა, მივმართო, ვისაც გულწრფელად ადარდებს საქართველოს ევროპული მომავალი და უკვე ორი კვირაა, არ წყდება მათი შანტაჟი, ნუ დაიჯერებთ იმ ადამიანების წუხილს ქვეყნის ევროპული მომავალზე, ვინც ყველაზე ისტორიულ მომენტში განუდგა საკუთარ სამშობლოს და ბრიუსელში კარდაკარ იარა ხალხის დასარწმუნებლად, რომ საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუს. ეს არის რუსული საქმე, და არა გამჭვირვალობის მოთხოვნა. ვინმეს არ გეგონოთ მე ვაბრალებ რამეს, თავად აღიარეს. დღემდე წუხან, რომ ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან და შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგან ამის უფლება არ მივეცით. არ დავიზარეთ მათი მავნებლობების გაქარწყლება, არ დავიზარეთ სიმართლისთვის ბრძოლა. ნუ დაუჯერებთ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დაფინანსებას ხარჯავდნენ იმაში, რომ რაც შეიძლება აკადემიურად დაეწერათ, რატომ არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატობას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ეს ის ხალხია, ყველაზე მკაცრი არბიტრის – ევროკომისიის ანგარიშზე უფრო მკაცრად რომ აფასებდნენ საკუთარ სამშობლოს. ეს ის ხალხია, რომლებმაც იკადრეს და საქართველო მაჩანჩალის კატეგორიაში განათავსეს მათივე ხელით შექმნილ რეიტინგებში. ნუ მოტყუვდებით, რომ ამ კანონით მოყვარე მტრად გამოცხადდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია, იცოდეს, რაში იხარჯება პარტნიორების ფული საქართველოში.„უმადურობა, რომ არ გვჩევია ეს საიდუმლო არ არის და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ვიზიტის დროსაც დაადასტურა. ამ ქვეყნის და საზოგადოების უკეთესი მომავლისთვის არის იმის ცოდნა საჭირო, რაში იხარჯება თუნდაც ჩვენი პარტნიორების ფული საქართველოში და როგორ ხმარდება ის საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ გზას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღეს ბევრს საუბრობენ დემოკრატიის დაცვის აუცილებლობაზე და ამ მიზნით, პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში ჩართული პირების თუ ორგანიზაციების გამჭვირვალობის საჭიროებაზე. ინფორმაციის ქონა, მოქალაქეთა ლეგიტიმურ უფლებადაა მიჩნეული. რატომ უკრძალავთ იგივეს საქართველოს მოქალაქეებს? ჩვენს რეალობაში პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ამინდის შემქმნელი, თუ გამფუჭებელი ორგანიზაციები, რატომ უნდა უმალავდნენ საქმიანობის მიზნებსა და დაფინანსების წყაროს საზოგადოებას? და ბოლოს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დროულად დაჯდომა ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია ახლა. ამის ერთ-ერთი წინაპირობა, ცხრა ნაბიჯში განისაზღვრა და არჩევნების კარგად ჩატარებას გულისხმობს. თქვენ რომ არჩევნები არ გაინტერესებთ, ეს არა ერთხელ გამოჩნდა და ბოლო რეიტინგების შემხედვარეს კარგად მესმის, რომ ყველა იმედი გადაგეწურათ და ისევ და ისევ რევოლუციური სცენარების იმედად ხართ დარჩენილები. როგორც არ უნდა გვაბულინგოთ, როგორც არ უნდა ეცადოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენს ევროპულ ოცნებას, ნამდვილ ქართულ ოცნებას მაინც ვერ გაარუსებთ. ბრძოლა საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მისაყვანად დაწყებულია და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას.„არ შემიძლია, გუშინდელი დღის ანტიგმირს არ მივმართო. ალეკო ელისაშვილო, უთხარი საზოგადოებას, რა დაჯდა შენი ჭკუით პროევროპული ქცევა გუშინ საქართველოს პარლამენტში? „სიენენზე“ კი არა, კოსმოსში რომ აჩვენონ შენი მუშტი-კრივი და იქ გაგხადონ პოპულარული, სამწუხაროდ, ამ ქალაქში მაინც ის დარჩები, რადაც ყოველთვის გიცნობდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.