,,რუსთავი 2“ ზარალია - „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ზუგდიდში

17:35 07-11-2019

ზუგდიდის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა აქცია- მსვლელობა გამართეს. მათ გააპროტესტეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების ფაქტი. ისინი მიიჩნევენ, რომ კერძო ტელეკომპანია თავისი სარედაქციო პოლიტიკით ქვეყანას აზარალებს.

აქციის მონაწილეებს ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ:,,ჩვენ გვინდა მიუმხრობლობა, „რუსთავი 2 ზარალია“, „ჩვენ გვინდა ეკლესია“, „ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ერი“.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და მხარს უჭერენ სამხედრო მიუმხრომლობას.

დაახლოებით, 30-მდე ადამიანმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ცენტრალური საავტომობილო გზაც გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

 

ავტორი: თეა შონია