ბათუმში ვაჟა-ფშაველას ბიუსტს წითელი ლენტი გაუკეთეს

16:53 07-11-2019
98

პროტესტის ნიშნად ბათუმში საინიციატივო ჯგუფმა „ბათუმი თავისუფლებისთვის“, ვაჟა-ფშაველას ბიუსტს თვალი აუხვიეს წითელი ლენტით.

საქმე ისაა, რომ დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე თავისი გამოსვლა ვაჟა-ფშაველას წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის“ ციტატით დაიწყო. 

ჯგუფმა თავის გვერდზე დონალდ ტუსკისადმი მიმართვის მოკლე ტექსტიც გამოაქვეყნა:

ბატონო ტუსკი,

- საქართველოს მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას!

- ის სამ კვირაზე მეტია, უგუბელყოფს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე!

- ის ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს, ასახიჩრებს ახალგაზრდებს და სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას!

- საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს საერთო ვაჟა-ფშაველასთან, შოთა რუსთაველთან, სხვა ქართველ, პოლონელ, ფრანგ, გერმანელ მწერლებთან, განმანათლებლებთან!

- საქართველოს მთავრობას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების!

გახარია უნდა გადადგეს!

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.