პედაგოგი კომპეტენციის ასამაღლებელ გამოცდაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა

15:13 07-11-2019
19

მასწავლებელთა კომპეტენციის დამდასტურებელი გამოცდიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა, აქედან ერთი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.  დანარჩენ ორ შემთხვევაში კი  მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Edu.aris.ge ავრცელებს.

კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი მასწავლებელი  გამოცხადდა. დაფიქსირდა დაგვიანების 9 შემთხვევა.

მასწავლებლებმა ამ დრომდე მხოლოდ უნარებში ჩააბარეს გამოცდა.

კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისს დასრულდება.