ამ ფოტოზე, ვინც დგას ჯერ ცოცხალია. მალე ჩვენც... - რობერტ სტურუა

09:40 07-11-2019

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ესაა ჩვენი, უანგარო რაინდების ხვედრი! წავა თაობა და არავის არაფერი ახსოვს! “ყვარყვარე”. ჩემი საუკეთესო სპექტაკლი. რეპეტიცია.

სხედან: ბელა მირიანაშვილი( დადგმაში მეხმარებოდა); რამაზი - ყვარყვარე; რეზო ჩხაიძე - სევასტი; დგანან: კახი კავსაძე - ყვარყვარე; მე - სპექტაკლის დამდგმელი; და მზია მაღლაკელიძე - გულთამზე... ვინც დგას ჯერ ცოცხალია... მალე ჩვენც...” - წერს რეჟისორი.