საბურთალომ შერიფი სტუმრად 0:3 გაანადგურა (ვიდეო)

23:33 07-10-2019
4

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონი საბურთალო მოლდოვაში შერიფს ესტუმრა და დამაჯერებლად, მაღალი სხვაობით 0:3 გაიმარჯვა.

მეტოქის კარში პირველი გოლი 30-ე წუთზე როლოვიჩმა გაიტანა, 67-ე წუთზე კოხრეიძემ თბილისელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, 71-ე წუთზე კი კაკუბავამ შერიფის კარში მესამე ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს, თბილისში გაიმართება.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე