სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ციას (GCA) 20 წელი შეუსრულდა.

17:26 07-10-2019

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია (GCA) 20 წლის იუ­ბი­ლეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღ­ნიშ­ნავს.  მათ შორის  გა­ი­მარ­თე­ბა  ღო­ნის­ძი­ე­ბები რო­მლის მი­ზა­ნიც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეტი ინ­ფორ­მი­რე­ბა და ამ სფე­რო­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რდაა.

11 ივლისს კი ვა­კის პარკში მდე­ბა­რე მე­დი­ა­თე­კა­ში 4 სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. ეს იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ღა­მო - 20 წელი ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის, რო­მელ­ზე დას­წრე­ბაც უფა­სოა.

საღამოს სან­დრო ყან­ჩე­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი ლექ­ცია გახსნის -  მუ­სი­კის ინ­დუსტრი­ის სამ­ყა­რო და შე­მოქ­მე­დი. ყან­ჩე­ლი ისა­უბ­რებს მუ­სი­კა­ლუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სა და რე­ქორდ ლე­იბ­ლე­ბის როლ­ზე მუ­სი­კა­ლურ ინ­დუს­ტი­რი­ა­ში.

ამავე დღეს, შეკრებილ სტუმრებთან ნიკა მა­ჩა­ი­ძე და ტუ­სია ბე­რი­ძე ისა­უბ­რე­ბენ თე­მა­ზე „ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ელექტრო-აკუს­ტი­კურ მუ­სი­კა­ში“.

20:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცია, სა­ხე­ლად, „წი­თე­ლი რეპ­რე­სი­ე­ბი - 20 ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი“. ალ­ბომ­ში შე­დი­ან ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რეპ­რე­სი­ებს შე­ე­წირ­ნენ. აქვე იქ­ნე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი და მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფია. ღო­ნის­ძე­ბის ამ ნა­წილ­ზე ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც არი­ან მოწ­ვე­უ­ლე­ბი.

21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა LIVE სეტი Nikakoi & Tusia Beridze. ნიკა და ტუ­სია დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­უკ­რა­ვენ.

11 ივლისის ღონისძიებამდე კი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, Harvard Law School/ჰარ­ვარ­დის სა­მარ­თლის სკო­ლი­სა და თსუ იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, თსუ-ის სტუ­დენ­ტებს წელს უკვე მე­ო­რედ მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეღრმა­ვე­ბი­ნათ ცოდ­ნა სა­ავ­ტო­რო სა­მარ­თალ­ში და გა­ევ­ლოთ ჰარ­ვარ­დის პრო­ფე­სო­რის უი­ლი­ამ ფი­შე­რის სა­ავ­ტო­რო სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სი.

„9 ივ­ლისს  ჰარ­ვარ­დის სა­მარ­თლის სკო­ლას­თან მო­ვა­წერეთ ხელი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 3 ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენტს ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია და­ე­ნიშ­ნე­ბა. ეს სტუ­დენ­ტე­ბი სა­ავ­ტო­რო სა­მარ­თალს ჰარ­ვარ­დის კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად სწავ­ლო­ბენ და ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ მათ მეტი და­ინ­ტე­რე­სე­ბა შე­ვუქ­მნათ სა­ავ­ტო­რო სა­მარ­თლის მი­მართ. რაც მეტი სტუ­დენ­ტი და ახალ­გაზ­რდა გა­იღ­რმა­ვებს ცოდ­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მით უკე­თე­სი ჩვე­ნი საქ­მის­თვის,“ - გან­მარ­ტავს გიგა კო­ბა­ლა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია 20 წლის იუბილესთნ დაკავშირებით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას გეგ­მავს.