ანდრია გვიდიანი - გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გვარამიას მორიგი, ისტერიული და ეპატაჟური გამოხდომა

15:57 07-10-2019
58

გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გვარამიას მორიგი ისტერიული და ეპატაჟური გამოხდომა. ისტერიკით, ცხადია, ცდილობს, აქტუალობა არ დაკარგოს. ეს მისი სტილია - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გვარამიას მორიგი ისტერიული და ეპატაჟური გამოხდომა - ჩაგიფსით ბორჯომშიცო, ღვინოშიცო, ნაბეღლავშიცო და ყველაფერშიო.

ნუ, ამ ისტერიკით, ცხადია, ცდილობს, აქტუალობა არ დაკარგოს - მისი სტილი ეს არის, კონსტრუქციული და არგუმენტირებული ლაპარაკის ნაცვლად, მხოლოდ გინებით და დევიანტური ქცევით უნდა თავი დაგვამახსოვროს.

ახლა რაც შეეხება საქმეს:

✅ რუსეთზე დამოკიდებულებაზე როცა არის საუბარი პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ არავიზე დამოკიდებული არ ვართ - უბრალოდ ნებისმიერი სანქცია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის;

✅ არავინ ცვლის არც ბორჯომზე, არც ღვინოზე ქართულ სახელმწიფოებრიობას ან/და ქვეყნის ინტერესებს;

✅ ამ შუახნის კრიზისული ისტერიკიებით ვერ მოახერხებ ისე დახატო სურათი, თითქოს ბორჯომის გაყიდვა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სახელმწიფო ინტერესი;

✅ ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე უარის თქმა არის სისულელე და მეტი არაფერი;

✅ ჩვენი საექსპორტო თუ ტურისტული ბაზრები, დივერსიფიცირებულია და ყველა ბაზარი მზარდია. შესაბამისად, გარდა რუსეთისა, ყველა ბაზარზე საქართველოს როლი მუდმივად იზრდება;

სანქციების ეფექტები: