მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 13 კედელი მოეწყო

18:43 07-09-2019

მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 13 კედელი მოეწყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თმოგვის II შესახვევის N16-ში განხორციელდა, სადაც 37-მეტრიანი საყრდენი კედელი აშენდა.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„თმოგვის II შესახვევში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მიწა რამდენჯერმე ჩამოიშალა. გასულ წელს ავაშენეთ ერთი კედელი და ახლა დავასრულეთ მეორე კედლის მოწყობა. N16-ში კედლის აშენების შედეგად უკვე დაცულია ქსოვრელის ქუჩისა და ამ შესახვევის მოსახლეობის უსაფრთხოება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

თმოგვის II შესახვევის N16-ში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 109 881 ლარი გამოყო.