თემურ კეკელიძე აშშ-ის საზღვაო ძალების VI ფლოტის მეთაურს შეხვდა

16:54 07-09-2019
96

თემურ კეკელიძე აშშ-ის საზღვაო ძალების VI ფლოტის მეთაურს შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების VI ფლოტის მეთაურს, ვიცე-ადმირალ ლიზა ფრანკეტს შეხვდა.

უწყებათაშორის შეხვედრას, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მისი პირველ მოადგილე, თავდაცვის ძალების მეთაური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი და მისი მაოდგილე, ასევე, აშშ-ის საზღვაო ფლოტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და საზღვაო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.