წითელ ხიდზე 18 984.63  ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

14:02 07-09-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქე კ.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის და აზერბაიჯანის მოქალაქის ე.ტ-ს  კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად,  18 984.63  ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (87.92 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.