ინტერნეტში „კანონიერი ქურდის“ მკვლელობის კადრები ვრცელდება

10:30 07-08-2019

ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება კადრები, სადაც ცნობილი სომეხი „კანონიერი ქურდის“ ანდრანიკ არუთინიანის მკვლელობაა ასახული.

კადრებში ჩანს, ეზოში ნარდის სათამაშოდ მჯდომი ოთხი მამაკაცი, რომელთაც მალე შეიარაღებული პირი უახლოვდებათ და მათი მისამართით ცეცხლს ხსნის.

45 წლისკანონიერი ქურდიანდრანიკ არუთინიანი 3 ივლისს სომხეთში, ნორ-ნორკის ოლქში, მიქოიანის ქუჩის N19-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩაცხრილეს.

უცნობმა პირმა არუთინიანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ანდრანიკ არუთინიანს კრიმინალურ წრეებშიანდიკ მასივსკისსახელით იცნობდნენ. ისკანონიერ ქურდად“ 1996 წელს, 22 წლის ასაკშიმონათლეს“.