UFC-ის უსწრაფესი ნოკაუტი - მასვიდალმა ასკრენი 5 წამში გათიშა

13:52 07-07-2019

UFC-ში ყველაზე სწრაფი ნოკაუტის ახალი რეკორდი მოიხსნა.

ამერიკელმა მებრძოლმა ხორხე მასვიდალმა აქამდე დაუმარცხებელი ბენ ასკრენი 5 წამში გათიშა. 

მსაჯის მიერ სტარტის მიცემის შემდეგ მასვიდალმა flying knee-ს ილეთის შესრულება გადაწყვიტა. დარტყმა ეფექტური გამოვიდა და ბენ ასკნერი ოქტაგონზე უგონოდ დაეცა. 

"მისი ცემა 14 წუთისა და 50 წამის განმავლობაში მსურდა, მაგრამ ეს არ მოხდა. მას ენაზე კბილი უნდა დაეჭირა", - ეს განცხადება ამერიკელმა მებრძოლმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მეტოქე მასვიდალს ორთაბრძოლამდე ხშირად ემუქრებოდა და არც შეურაცხყოფას ერიდებოდა.