ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1713990070

ნახეთ, რა გელოდებათ დღეს - ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძიმოუსმინეთ საკუთარ გულის ხმას, ინტუიცია გიკარნახებთ რა გზით უნდა იაროთ, რათა მიიღოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით, მთავარია, მკაფიოდ გაარჩიოთ თეთრი შავისგან და არ გადაუხვიოთ სწორი გზიდან.კუროდაფიქრდით და კარგად გააანალიზეთ თქვენი ქმედებები. შესაძლოა, იმაზე მეტს ითხოვდეთ სხვებისგან, ვიდრე ისინი ვალდებულები არიან, თავად კი არაფრის დათმობა არ გინდათ. დაიცავით ბალანსი და ზომიერება.ტყუპებიყოველდღიურად ძლიერდება თქვენი რწმენა მომავლის მიმართ და იზრდება თავდაჯერებულობა. პერსპექტიული სიახლეები გელოდებათ საქმიან სფეროში და სასიყვარულო ურთიერთობებში.კირჩხიბიმიაყურადღეთ სამყაროს ხმას და მინიშნებებს, ნუ შეუშინდებით სიახლეებს, რათა უმოქმედობით არ დაკარგოთ ფორტუნას მიერ ბოძებული შანსები. მეტად ენდეთ სამყაროს.ლომიმოულოდნელ წარმატებას და აღმასვლას თან უნდა ახლავდეს დიდი პასუხისმგებლობაც. საზოგადოების წინაშე ხმაურიანი და კაშკაშა გამოჩენა თქვენი შინაგანი სამყაროს და ემოციური რესურსების გარდასახვას მოიტანს.ქალწულისიტუაცია მოითხოვს, სხვა კუთხით შეხედოთ მოვლენებს და შეამციროთ თქვენი პრეტენზიები და მოთხოვნები. შეცვალეთ მიმდინარე მოვლენების მიმართ ხედვა და აღქმა, განსაზღვრეთ სამომავლო პრიორიტეტები და ღირებულებები.სასწორინუ დაუპირისპირდებით მათ, ვინც დიდ გავლენას ახდენს თქვენს მომავალ კეთილდღეობაზე. შეუძლებელია, ყველაფერი მოახერხოთ საკუთარი სუბიექტური მოსაზრებებით, რომელიც შესაძლოა არ იყოს მოსაწონი სხვებისთვის.მორიელიპრობლემა არის იმაში, რომ თავადაც არ ხართ გარკვეული რა აირჩიოთ, რადგან ყველა შესაძლო ვარიანტი საინტერესო და მისაღებია. ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად გაირკვევა, იფიქრეთ და იმოქმედეთ.მშვილდოსანიდღევანდელი მატერიალური სარგებლით შესაძლოა, ძალიან კმაყოფილი დარჩეთ, მაგრამ ეს არ არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი. იქნებ სხვა ღირებულებებზე, სხვა სიმაღლეებზე გეფიქრათ.თხის რქადამშვიდდით და განსაზღვრეთ ის თავდაპირველი იდეა, რომელმაც ძალა მოგცათ სამოქმედოდ, გაჰყევით ამ იდეას, როგორც მომავლის ნათელ სხივს და არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი.მერწყულიურთიერთსაწინააღდეგო ემოციების - შიშის და თავდაჯერებულობის ერთდროულად შემოტევამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თქვენი გეგმების განხორციელებას, რა გზას დაადგებით ახლა? სწორედ ამაზეა დამოკიდებული მოსალოდნელი გამარჯვება ან მარცხი.თევზებიგაუბედაობით ბევრს წააგებთ. საჭიროა, წერტილი დაუსვათ ეჭვებს და სწრაფად აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი შედეგები. ნურც მცირეოდენი დანაკარგები შეგაშინებთ. სიახლეებს თავისი ადგილი და სივრცე სჭირდება.

ბიშიმბაევი

სამართალი 1713989907

რატომ გადიოდა ონლაინ თერაპიებს ფსიქოლოგთან ბიშიმბაევი - უახლესი დეტალები სასტიკი მკვლელობიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.გუშინდელი სასამართლო პროცესიდან ირკვევა, რომ ბიშიმბაევი ფსიქოლოგთან ონლაინ კონსულტაციებს გადიოდა. ის მასთან საუბარში ამბობდა, რომ ნარცისიზმი აწუხებდა. ფსიქოლოგთან მიმოწერებში ჩანს, რომ ისინი ნარცისიზმზე საუბრობენ. ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.

წყალმომარაგება

დედაქალაქი 1713989787

წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.„ხვალ 25 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის  რაიონში, ვარკეთილის III მ/რ N319-თან წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 25 აპრილს დილის 10:00 საათიდან 26 აპრილის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:სამგორის რაიონში:ვარკეთილი 3, მე-3 მ/რ-ის N305ა - N317 (კენტებს) N306 - N318 (ლუწებს), N 319 ა, ბ, ვ, ი, კ; და სუხიშვილის ქ. N12; N35; N30; N45.ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სიცხე

საზოგადოება 1713989306

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - გაეცანით, მომდევნო 10 დღის პროგნოზს

მომდევნო 10 დღის განმავლობაში საქართველოში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა დღისით +31 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით,  +16 გრადუსი იქნება. დეტალურად ნახეთ, მომდევნო 10 დღის პროგნოზი ⇓

დიასა

ტაბლოიდი 1713989074

დიასამ „პრაიმ ჰაუსის“ სახლი დატოვა - რა მოხდა პროექტში

დიასა ამ კვირის ერთ-ერთი აუტსაიდერია. მძიმე ემოციური ფონის გამო მან პროექტიდან რამდენიმე დღით გასვლა და გადაწყვიტა.