სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ პრინცი არჩის ნათლია არ იქნება

16:33 07-05-2019

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი აცხადებს, რომ პრინცი არჩის ნათლია არ იქნება.

width=600

დასავლური მედია დაინტერესებულია, თუ ვინ იქნება პრინცი არჩის ნათლია. 

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერენა უილიამსი, მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ვაჟის, პრინცი არჩის ნათლია იქნება. თუმცა, გუშინ, უიმბლდონში ჟურნალისტებთან საუბრისას, ჩოგბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ცერემონიაზე ვერ გამოცხადდება.

„არა, მე ვმუშაობ ამ შაბათს. ის ყველაფერს გამიგებს“ - განაცხადა სერენამ.

width=600

მეგანმა დრო გამონახა და უიმბლდონში სერენას მატჩს დაესწრო - სასექსის ჰერცოგინიამ მაყურებლებთან ერთად ტრიბუნაზე საკუთარი ადგილი დაიკავა.

width=600

„ვიცოდი, რომ იქ იყო. ყოველთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ცოდნა, რომ ის მატჩზე იმყოფება. ძალიან ბედნიერი ვარ“ - განაცხადა სერენამ კომენტარში, მატჩის დროს მეგობრის გამოჩენასთან დაკავშირებით.

width=600

ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს ჰკითხონ სპორტსმენს, თუ არის თანახმა პრინცი არჩის მწვრთნელი გახდეს, თუ არჩი ოდესმე ჩოგბურთის სწავლას ისურვებს.

width=600

მე დღეს ოლიმპიას(სერენა უილიამსის ქალიშვილი) ვავარჯიშებ. იქნებ, სწორედ მან ურჩიოს არჩის“ - აცხადებს სერენა.  

ავტორი: რუსა ღვანიძე