დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს - შენობაში ახალი სტენსილი გამოჩნდა

10:51 07-05-2019
1

მწერალთა სახლის შესასვლელთან ახალი სტენსილი გამოჩნდა -„დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს“.  სტენსილზე ცნობილი მეცენატია აღბეჭდილი,რომელიც ეზოდან ჩემოდნით გადის. ფოტოს “Marketer”-ი აქვეყნებს.

ნახატი მწერალთა სახლში  ბოლო დროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთგვარ პროტესტად შეიძლება ჩაითვალოს.

სტენსილის ავტორის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მწერალთა სახლი 20 ივნისს გაუქმდა და მის ნაცვლად ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნა, რომელსაც მწერალთა ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

მწერალთა სახლი 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. ორგანიზაცია ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებულ, ისტორიულ მაჩაბლის #13-შია განთავსებული.