1713355928
1713260837
VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓
1709545140
„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
პოლიტიკა • 1713376597
აქციის ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს ერთ საათიანი ვადა მისცეს და პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდეს
აქციის ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს ერთ საათიანი ვადა მისცეს და საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.განცხადება, შეკრებილებს, ტრიბუნიდან პოეტმა რატი ამაღლობელმა გააცნო."ჩვენ ველოდებით ერთი საათის განმავლობაში "ქართული ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას და დაბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში,"- აცხადებს რატი ამაღლობელი.
მსოფლიო • 1713376561
შვეიცარიელები მსოფლიო ლიდერები არიან ბირთვული თავშესაფრების რაოდენობით; შვეიცარიის ფედერალური კანონის 45-ე და 46-ე მუხლების მიხედვით სამოქალაქო თავდაცვის შესახებ, თითოეულ მცხოვრებს უნდა ჰქონდეს დაცული ადგილი, თავშესაფარი, სადაც საცხოვრებელი სახლიდან სწრაფად შეძლებს მოხვედრას.საცხოვრებელი კორპუსების მფლობელებს ყველა ახალ საცხოვრებელში თავშესაფრების აშენება და აღჭურვა მოეთხოვებათ. პირველი კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, 1963 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ ყველა აშენებულ შენობას უნდა ჰქონოდა ბირთვული თავშესაფარი სარდაფში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისტორიულ სახლებს კი, რომლებშიც თავშესაფრების აშენება შეუძლებელია, აღნიშნული სივრცე უშუალო სიახლოვეს უნდა ჰქონდეს.თავშესაფრებში საკმაო მიწისქვეშა სივრცეა საიმისოდ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 115 პროცენტი შეიფაროს.დღესდღეობით ეს ობიექტი კვლავ აქტიური თავშესაფარია, მაგრამ ის გათვლილია მხოლოდ 2000 ადამიანის შესაფარად და არა 20000-ის, როგორც ადრე.
პოლიტიკა • 1713376126
VIDEO: „მიიღებენ კანონს და მიიღებენ რევოლუციას...“ - თაკო ჩარკვიანი
„მიიღებენ კანონს და მიიღებენ რევოლუციას...“ - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. „მე ვარ მომხრე მხოლოდ რევოლუციით არ გადავაბარებინოთ ქვეყანა თუ ამაზე წავლენ...“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
საზოგადოება • 1713375707
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს 13:50-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთში ცხრაკარის, რუსთაველის, არტნის, ლაშარის, კორსავას და მიმდებარე ქუჩებზე.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
პოლიტიკა • 1713375600
ხალხი ყოველთვის იმარჯვებს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს X-ზე მორიგი პოსტით ეხმიანება.„რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, - წერს პრეზიდენტი ,,ტვიტერის“ გვერდზე.უკვე მესამე დღეა, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.