ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გადახდა ავტობუსში აპლიკაციით

საზოგადოება 1713855240

ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც გადახდის სისტემას ეხება

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია „თი-ბი-სის“ ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება როგორც ფიზიკური ბარათით, ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც „თი-ბი-სის“ ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.მცხეთაში, ისევე, როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში, მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია „თი-ბი-სის“ ფილიალებში.მცხეთაში „თი-ბი-სის“. ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „თი-ბი-სი“ ბანკის მოსწავლის ბარათებით მგზავრობა უფასოა, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე - "თი-ბი-სი ბანკის" სტუდენტურ ბარათებზე მოქმედებს 50%-იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია „თი-ბი-სი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.ტრანსპორტში „თი-ბი-სის“ საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline-რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება. ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

აშშ

მსოფლიო 1713854921

აშშ-ის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში პალესტინის მხარდამჭერი აქციების დროს ათეულობით ადამიანი დააკავეს

აშშ-ის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, რომლის დროსაც ათეულობით ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, დემონსტრაციები გაიმართა იელის უნივერსიტეტში, კონექტიკუტსა და ნიუ იორკის უნივერსიტეტში, მანჰეტენზე. სტუდენტები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ითხოვდნენ.გავრცელებული ცნობებით, იელის უნივერსიტეტში გამართული დემონსტრაციაზე სულ მცირე 47 მომიტინგე დააკავეს. უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ მათ დისციპლინარული სასჯელი შეეხებათ.ცნობისთვის, მანამდე პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა კოლუმბიის უნივერსიტეტშიც. ამის გამო უმაღლეს სასწავლებელში ორშაბათს ლექციები გააუქმეს.

გაზი

საზოგადოება 1713854796

თბილისში 6 980-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს - ნახეთ აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ცნობით, გლდანში, დიღომსა და ვაზისუბანში 6984 აბონენტს გაზი არ აქვს. როგორც კომპანიაში ამბობენ, გლდანსა და ვაზისუბანში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 15:00 საათზე აღდგება. დიღომში კი 19:00-ზე.

ნიკოლოზ ლოლაძე

საზოგადოება 1713854634

ნიკოლოზ ლოლაძე „საბას” ისტორიაში ყველაზე პატარა მონაწილე გახდა - მისი "აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები" უკვე რეგიონებში მოგზაურობს

ლიტერატურული კონკურსის „საბა 2024-ის"  მონაწილეთა სია უკვე ცნობილია. 14 წლის ავტორ-ილუსტრატორი ნიკოლოზ ლოლაძე, კონკურსის ისტორიაში, ყველაზე პატარა მონაწილეა. ის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის არის წარდგენილი პრესტიჟულ პრემიაზე.ნიკოლოზ ლოლაძე თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, უკვე რამდენიმე წიგნისა და საბავშვო მოთხრობის ილუსტრატორია, წერს სცენარებს, მონაწილეობს სერიალებში (,,შუა ქალაქი“ და ,,იდეალური დედა“), აქვს  მრავალი პრემია  და დიპლომი.ნიკოლოზ ლოლაძის ,,აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“, რომელიც გამომცემლობა ,,ინტელექტმა“ 2023 წელს გამოსცა, ნამდვილი მისტიკური თავგადასავალია. ეს არის ამბავი შიშის დამარცხებაზე.,,აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“ ნიკოლოზის წიგნად ქცეული  ფიქრებია, სათქმელი უფროსებისთვის, რომლებიც მძიმე დროს ბავშვებთან საუბარს გაურბიან."საბას" ნომინანტამდე, ნიკა, სავაბავშვო ოსკარად მიჩნეული კონკურსის, ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე იყო წარდგენილი."პრაიმ ტაიმმა", ნიკას შესახებ, არაერთი მასალა მოამზადა. ნიკას "აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“ უკვე რეგიონებში მოგზაურობს და მას პატარა გულშემატკივრები სიამოვნებით კითხულობენ. 

ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა

მსოფლიო 1713854008

მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა 10 ადამიანი

CNN-ის ცნობით, მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ.საზღვაო ძალების ცნობით, ყველა სამხედრო ადგილზე დაიღუპა. ვერტმფრენები ერთმანეთს სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ.გავრცელებული ინფორმაციით, პილოტებმა დისტანცია არ დაიცვეს, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია. თუმცა, ზუსტი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.