ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1713609561

გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან - ღარიბაშვილი

გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვაზე საუბრისას განუცხადა.მისი თქმით, როდესაც იგი იყო პრემიერ-მინისტრი, „ენჯეოების“ დაფინანსების თაობაზე იგი ღიად ესაუბრებოდა ჩვენს პარტნიორებს და ამის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა.„მე არაერთხელ მითქვამს მათთვის, რომ არ მოგვწონს ჩვენ, მათი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები რომ აფინანსებენ ამ რადიკალური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობოებს.ჩვენთვის არის მიუღებელი, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტულ-ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის. როდესაც ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ეს ცნობილი ორგანიზაციები, ვინც არიან აგრესიულობით გამორჩეული, იგივე „სირცხვილია“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ შემდეგ მთავრობის, ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ. შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა, ქაოსი. ეს მიუღებელია, მეგობრებო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.მისივე თქმით, მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, მიუღებელია ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1713609265

ირაკლი ღარიბაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: აუცილებელია დიალოგი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი, უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ

პროცესი გრძელდება - აუცილებელია დიალოგი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი. გუშინ მქონდა ძალიან კარგი საუბარი ევროკავშირის ელჩთან. მთავრობას აქვს დიალოგი, პარლამენტს - ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.„დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი. ამას მთავრობა და ხელისუფლება იცავს და ასე იქნება მომავალშიც. მთავარი მინდა ვთქვა და მინდა ახალგაზრდებს მივმართო: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვინ არის ეს ძალა? ეს არის „ქართული ოცნება“. ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი - ჩემი წინა პრემიერობის დროს დაიხურა ეს საკითხი და მაშინ გამოცხადდა, რომ ქვეყანა მიიღებდა უვიზო რეჟიმს. ამ ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო? 2012 წლამდე ევროპაში მოგზაურობდა მხოლოდ მმართველი ელიტა, რომელიც მაშინ იყო გაპარპაშებული. ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეეძლო ევროპაში გადაადგილება. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აიღოს ბილეთი 100 ევროდ და გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი? ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. ვინ მოიტანა თავისუფალი ვაჭრობა? დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. დამთავრდა საუბარი, მე არ მივიღებ არანაირ კრიტიკას, რომ ჩვენ რაიმე ძალისხმევა დავაკელით და რაღაც არ გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი და იმას მივაღწიეთ, რომ ქვეყანას დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს.პროცესი გრძელდება - აუცილებელია დიალოგი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი. გუშინ მქონდა ძალიან კარგი საუბარი ევროკავშირის ელჩთან. მთავრობას აქვს დიალოგი, პარლამენტს - ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1713608330

თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ერთადერთი პასუხისმგებლობიანი ძალა რომელმაც დღეს ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„დღეს ძალიან რთული ვითარებაა. დაავიწყდა ზოგ ზოგიერთებს, მსოფლიოში აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების და პოლიტიკური გარემოა. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითი დღე ირღვევა და არ ვიცით ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება - ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, რომ 200 მილიარდი დოლარია დახარჯული რუსეთის მხრიდანაც და ეს ომი გრძელდება. კაცმა არ იცის როდის დასრულდება. ის საფრთხე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით საზოგადოებაში, რომ არსებობს რეალური საფრთხე ამ ომის გადმოტანის ჩვენს ქვეყანაში, ეს საფრთხე არსად წასულა, მეგობრებო. იმ უპასუხისმგებლო ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, გადმოეტანათ ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, მინდა მივმართო, რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები ქვეყანაში რომ სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორიც დღეს არის. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ერთადერთი პასუხისმგებლობიანი ძალა რომელმაც დღეს ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მაცივარი

რჩევები 1713608099

სად უფრო უსაფრთხოა მაცივარში კვერცხის შენახვა - შეფმზარეულის რჩევა

როგორ გავახანგრძლივოთ პოპულარული პროდუქტის შენახვის ვადა, წერს Daily Mail ცნობილი შეფმზარეული მერი ბერის მითითებით.კულინარიის გურუ გვირჩევს კვერცხები შეფუთვაში შევინახოთ მაცივრის თაროზე, რათა თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის ცვლილებები.„თუ მათ წვერით ქვევით მოათავსებთ, გული ცილის ცენტრში დარჩება“, - განმარტავს ის. გული კვერცხის შიგნით ჰაერს არ შეეხება - სასურველია კვერცხები ასე შეინახოთ.გარდა ამისა, მერი ვარაუდობს, რომ კვერცხები შორს შეინახოთ მძაფრი სუნიანი საკვებისგან, რადგან მათ შეუძლიათ სუნის შთანთქმა. ექსპერტები იზიარებენ ამ მიდგომას.„ტემპერატურულმა მერყეობამ შეიძლება გამოიწვიოს კვერცხის ნაჭუჭზე კონდენსაციის წარმოქმნა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიების ზრდას. არ მოათავსოთ კვერცხები მაცივრის უკანა კედლის მახლობლად, სადაც ტემპერატურა შეიძლება დაბალი იყოს“, - განუცხადა გამოცემას სურსათის უვნებლობის ექსპერტმა ჯენა კელიმ.

თავდაცვა

საზოგადოება 1713605673

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ. უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობენ.ამჯერად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე შეხვდა. მან საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე,უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის პროცესშითანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე ისაუბრა.თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ სტუდენტებთან საუბრისას, თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერების, განათლების მნიშვნელობისა დაქვეყნის დაცვის საკითხში ახალგაზრდა თაობის როლზეც გაამახვილა ყურადღება.საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ეროვნული სამხედრო სამსახურის კუთხით განხორციელებული ცვლილებები და, ზოგადად, ჯარში სამსახურის ფორმები წარმოადგენდა.სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიისა და საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციაც წარუდგინეს და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხეს.2022-2023 სასწავლო წლიდან პროექტი - „ჩვენი ჯარი“, სკოლების პარალელურად, უმაღლეს სასწავლებლებშიც აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.