ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713938384

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომელთათვისაც 2024 წლის მეორე ნახევარი ტრანსფორმაციისა და არაერთი სასიამოვნო სიახლის ეტაპი იქნება

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც დრაკონის წლის მეორე ნახევარში წარმატებას მიაღწევენ და არაერთი სასიამოვნო სიახლის წინაშე აღმოჩნდებიან:ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)ტყუპებისთვის წლის მეორე ნახევარი ცხოვრების ბევრ სფეროში ცვლილებებს შემოიტანს. შესაძლოა, ნანატრი მოგზაურობა დაგეგმოთ, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს და უამრავი საინტერესო გამოცდილება დააგროვოთ. წლის მეორე ნახევარი ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. თუ უკვე დიდი ხანია, პროფესიის შეცვლას ან ახალი უნარების ათვისებას გეგმავთ, ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ. საერთო ჯამში, ენერგიის მაღალი დონით, შეძლებთ, ყველა მიმართულებით დიდ შედეგებს მიაღწიოთ ისე, რომ ზედმეტი ძალისხმევა არ დახარჯოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის საკმაოდ ხელსაყრელი ფინანსური პერიოდიც იწყება. დიდი შანსია, რომ თქვენი შემოსავალი გაიზარდოს, მოგება ნახოთ იმ საქმეში, რომელიც წამოიწყეთ, დაწინაურდეთ, ან მოულოდნელი სიურპრიზი შეგხვდეთ. ასევე, ხელსაყრელი პერიოდია იურიდიული საკითხებისა და ამ მიმართულებით, სასურველი შედეგის მისაღებად.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)წლის მეორე ნახევარი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არაერთ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდება. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, საბოლოოდ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბედნიერ და ხალისიან დღეებს შემოიტანს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს პერიოდი თქვენთვის რომანტიკული შეხვედრებითა და სასიამოვნო ნაცნობობით იქნება გამორჩეული. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, წლის მეორე ნახევარი მოულოდნელი სიურპრიზებით სასიამოვნოდ არაერთხელ გაგაკვირვებთ. სამსახურში მოგიწევთ, უფრო მეტი ყურადღება და ძალისხმევა გამოიჩინოთ იმისათვის, რომ დაგროვილ საქმეებს კარგად გაუმკლავდეთ და ყველა ვალდებულება შეასრულოთ. სამაგიეროდ, ეს შანსს გაძლევთ, მეტად განვითარდეთ და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნოთ. კარგი პერიოდია პრიორიტეტების განსასაზღვრად. დიდი ალბათობით, წლის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენები სხვადასხვა საკითხზე არაერთხელ დაგაფიქრებთ და შესაძლოა, გარკვეული ურთიერთობები დაასრულოთ, თანამშრომლობა შეწყვიტოთ, უპირატესობა აღარ მიანიჭოთ იმას, რაც ადრე თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო... ვრცლად..

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის რაიონებზე, მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა

მსოფლიო 1713938306

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის რაიონებზე, მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის რაიონებზე, მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა. ცახალში აცხადებენ, რომ ოპერაცია, ისრაელის რამდენიმე მიმართულებით სროლის საპასუხო რეაქცია იყო.ბოლო დღეებში ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშები გააძლიერა.პარალელურად კი, ისრაელის არმიამ ანკლავში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, მათი ევაკუაციის განკარგულება გასცა.

ანა ფოტიგა

პოლიტიკა 1713936933

ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ვაღიარებთ ქართველი ხალხის ნებას - ანა ფოტიგა

"ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ვაღიარებთ ქართველი ხალხის ნებას" - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ გააკეთა. მისი თქმით, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონის ხელახალი შემოღებით, ქართველი ხალხის ნება დაირღვა."ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ვაღიარებთ ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხის ნება უკვე მძიმედ დაირღვა ე.წ. უცხო აგენტების კანონის ხელახალი შემოღებით. ისინი უნდა დაისაჯონ. ჩვენ უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციები, შესაძლოა, ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვუწოდოთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლება." - განაცხადა ანა ფოტიგამ.შეგახსენებთ, ევროპელი კანონმდებლები, სავარაუდოდ, დღეს უნდა შეჯერდნენ, რა ჩაიწერება ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს რეზონანსულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ხვალ კი კენჭისყრა იგეგმება.

ვედანტ პატელი

მსოფლიო 1713936879

ჩვენი მოწოდება კვლავაც არის, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს ძალადობრივ სახეს მისცემს - ვედანტ პატელი

ჩვენი მოწოდება კვლავაც არის, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი და, რა თქმა უნდა, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს ძალადობრივ სახეს მისცემს, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან.„ვფიქრობ, ჩვენ ისევ მივდივართ კანონპროექტამდე, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. ჩვენ განვაგრძობთ იმის აღნიშვნას, რომ ამგვარი საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ანადგურებს მედიაორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა საკითხებს“, – განაცხადა პატელმა. 

გიორგი ძოწენიძე

საზოგადოება 1713936864

,,ვგიჟდები ისე მიყვარს…ერთმანეთში ძალიან გაგვიმართლა” – გიორგი ძოწენიძე მეუღლის შესახებ

 ჯგუფ ,,ურსას” სოლისტი გიორგი ძოწენიძე გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორის” სტუმარია, რომლის ეთერშიც დადებითად პასუხობს კითხვას: გაუმართლა თუ არა მის მეუღლეს, როდესაც მასზე დაქორწინდა.,,ერთმანეთში ძალიან გაგვიმართლა. ძალიან მიყვარს, ვგიჟდები ისე მიყვარს, ჩემი მეუღლეა და ძალიან მიხარია. ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს”, – ამბობს გიორგი ძოწენიძე.მომღერლის მეუღლე აღნიშნავს, რომ გიორგი მისი საუკეთესო მეგობარია.,,გიორგიში ძალიან გამიმართლა, რადგან კარგ მეუღლესთან ერთად კარგი მეგობარიცაა. სწორედ ამიტომ გვესმის ერთმანეთის. ის ასევე შესანიშნავი მამაა”, – საუბრობს მია მაჩაბელი.