პარლამენტის წინ აქცია 1-ელ ივლისს განახლდება

23:48 06-30-2019
172

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა.  ორგანიზატორების განცხადებით, ისინი 1-ელ ივლისს, 19:00 კვლავ შეიკრიბებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - თანამდებობიდან გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დღეს სცენა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დაეთმოთ.