ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

სიცხე

საზოგადოება 1713898087

ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს - ნახეთ, მთელი კვირის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.24-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

ანი ყიფშიძე

ტაბლოიდი 1713898033

„5 წუთიანი სიამოვნების გამო, ნაღალატევი აქვთ უამრავჯერ...“ - ანი ყიფშიძე პირადზე

ანი ყიფშიძემ გიორგი მეტრეველს და ნინი გუგაურს გული გადაუშალა. „კაცს არ შეუძლია გვერდში დგომა ისე, მე რომ შემიძლია. მაგრამ ზუსტად იმ ადამიანებისგან ვარ გადავლილი 5 წუთიანი სიამოვნების გამო, ნაღალატევი აქვთ უამრავჯერ. ძალიან ბევრი ღალატი მაქვს გამოვლილი და მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი და დავიღალე. ჩემი ცხოვრება ასე მერგო წილად. ჩემს გარშემო რაც ხდება, ყოველთვის სადღაც ღალატია. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც არ უღალატია ჩემთვის არის დედაჩემი და ჩემი შვილი. დანარჩენი, კაციან, ქალიან, ყველას ნაღალატევი აქვს ჩემთვის. მე მინდა ვიყო ბედნიერი და დავიღალე ამით...“, - ამბობს ანი ყიფშიძე.

miwiszvra

მსოფლიო 1713897506

ტაივანში, ერთ დღეში 200-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა

ტაივანში კვლავ ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. კუნძულის ცენტრალური მეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულზე 218 მიწისძვრა დაფიქსირდა.დედამიწის ქერქის პირველი ვიბრაციები ადგილობრივი დროით 17:08 საათზე დაიწყო. მათი სიმძლავრე რიხტერის შკალით 5,5 მაგნიტუდა იყო. მას შემდეგ ტაივანი საათში რამდენიმე მიწისძვრით იძაბება. ყველაზე ძლიერი ბიძგები 6,3 მაგნიტუდას აღწევს.სტიქიას ინფრასტრუქტურის სერიოზული განადგურება ჯერ არ გამოუწვევია. კუნძულზე ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.ასევე ნახეთ:„მე მინდა გავხდე თბილისის მერი…ამ ქალაქს დავალაგებ ისე, რომ არც ერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება” – გიორგი ყიფშიძეNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს

mecnierebi

მეცნიერება 1713896709

კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით?!— ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა

შესაძლოა, სიმსივნის 3 გავრცელებული ტიპის დიაგნოსტირებაში მალე ახალი ტესტი დაგვეხმაროს, რომელსაც ამისთვის მხოლოდ მცირეოდენი ამომშრალი სისხლის ლაქა სჭირდება. მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს და პასუხს სულ რამდენიმე წუთში იძლევა.მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებში, ტესტმა გამოავლინა, ვის ჰქონდა პანკრეასის, კუჭისა თუ ნაწლავების (კოლორექტალური) სიმსივნე და ვის — არა. ამ მეთოდით სისხლში კონკრეტული მოლეკულების დაფიქსირების შედეგად კიბოს სწორი დიაგნოსტირება შესაძლოა, შემთხვევების დაახლოებით 82%-ში მოხერხდეს.ამაში ერთ-ერთ მთავარ როლს მანქანური დასწავლა ასრულებს, რომელიც სისხლის შრატში მეტაბოლიზმის შედეგად გამოყოფილ მოლეკულებს, მეტაბოლიტებს, აანალიზებს. ისინი ბიოინდიკატორებია, რომელთაც, პოტენციურად, ორგანიზმში არსებული სიმსივნური ქსოვილების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად ზემოხსენებული სამი მომაკვდინებელი სიმსივნის დასაფიქსირებლად, ჩვეულებრივ, ორგანოების გამოსახულებები და ქირურგიული პროცედურები გამოიყენება.ამასთან შედარებით, ახალი ტესტი ბევრად მარტივი მეთოდია, რომლისთვისაც შესაძლოა, სულ რაღაც 0.05 მილილიტრი სისხლი იყოს საკმარისი. თხევადისგან განსხვავებით, მისი მშრალი შრატის შენახვა და ტრანსპორტირება ბევრად ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ეს ტესტი მთელს მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუკი მისი ეფექტიანობა დადასტურდება.ექსპერიმენტებში ტესტმა სისხლის ლაქით პანკრეასის სიმსივნის შემთხვევების 81.2% გამოავლინა, თხევადი სისხლის ანალიზით კი მისი შედეგი 76.8% იყო. დღესდღეობით ამ ტიპის კიბოს დიაგნოსტირებისთვის 1 ბიომარკერი გამოიყენება, რომელსაც CA19-9 ეწოდება.ამჟამად ხელმისაწვდომი ტესტების სიზუსტე სიმპტომურ შემთხვევებში 80%-ია, ხოლო უსიმპტომოში — მხოლოდ 13%. მეცნიერების თქმით, მათ მიერ შემუშავებული მეთოდი ამ მხრივ გამოსადეგია, რადგან სათანადო მეტაბოლიტებს დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე აფიქსირებს, როცა ხშირად სიმპტომები ჯერ არ იჩენს თავს.ტესტის ეფექტიანობის დასადასტურებლად კიდევ მრავალი კვლევაა საჭირო, განსაკუთრებით კი დიდ და მრავალფეროვან პოპულაციებში, რადგან ჯერჯერობით ის სისხლის ასობით ნიმუშზე გამოცადეს. მომავალში შესაძლებელია, რომ ის სხვა ტიპის სიმსივნეების გამოსავლენად და უკვე დიაგნოსტირებული სიმსივნის ზრდაზე დასაკვირვებლად გამოიყენონ.

მიწისძვრა

საზოგადოება 1713896495

ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა. აშშ-ს მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა 04:04 საათზე დაფიქსირდა.